ორიენტაცია და გენდერული იდენტობა


სექსუალური ორიენტაცია განისაზღვრება იმით თუ რომელი სქესის/გენდერის ადამიანებისადმი გვაქვს მდგრადი სექსუალური, ემოციური და სოციალური ლტოლვა.

გენდერული იდენტობა განისაზღვრება იმით თუ როგორია ჩვენი გენდერული თვითაღქმა.




დავიმხსომოთ:

ჰომოსექსუალი (გეი, ლესბოსელი) არის ადამიანი, რომელიც მდგრად სექსუალურ,  ემოციურ და სოციალურ ლტოლვას განიცდის თავისივე სქესის წარმომადგენლებისადმი.
 
ჰეტეროსექსუალი (ყოველი შემთხვევისთვის, ვაი თუ ვინმემ არ იცოდეს :) ) არის ადამიანი რომელიც  მდგრად სექსუალურ, ემოციურ და სოციალურ ლტოლვას განიცდის საპირისპირო სქესის ადამიანის მიმართ.

ბისექსუალს იმიტომ ჰქვია ბისექსუალი, რომ არც ჰეტეროსექსუალია და არც ჰომოსექსუალი და  მდგრად სექსუალურ,  ემოციურ და სოციალურ ლტოლვას განიცდის, როგორც თავისი ასე სხვა სქესის/გენდერის ადამიანებისადმი. 

ტრანსგენდერი და ტრანსსექსუალი არ არის სექსუალური ორიენტაცია - ეს გენდერული იდენტობაა. ტრანსგენდერ ადამიანებს, ბუნებრივია, გააჩნიათ სექსუალური ორიენტაცია - როგორც ჰეტეროსექსუალური, ისე ჰომოსექსუალური, ისე ბისექსუალური.

Comments