Queer

Queer [kwıə] - ბევრს უჩნდება შეკითხვა LGBTQ (Lesbian Gay Bisexual Transgender) კონტექსტში ეს სიტყვა რას ნიშნავს. ინგლისურის მცოდნეთ (ალბათ) ეცოდინებათ, რომ Queer ბრიტანულ ინგლისურში გამოიყენებოდა, როგორც უარყოფითად, უსიამოვნოდ ”უცნაური”, ”განსხვავებული” ან ”უჩვეულო”. სიტყვა მეთექვსმეტე საუკუნის ინგლისსში გერმანულიდან შემოვიდა და ზემოხსენებული მნიშვნელობებით ნელ-ნელა დამკვიდრდა ენაში. დამკვიდრდა და ცოტა ხანში ფემინური გეი მამაკაცები და ტრანსგენდერი ქალები (რომლებსაც მაშინ ერთმანეთისგან ვერ არჩევდნენ) შეამკო.


1990 წელს ჩამოყალიბდა ორგანიზაცია Queer Nation, რომლის ძალისხმევასაც უნდა ვუმადლოდეთ Queer დღესდღეობითაც სალანძღავი სიტყვა რომ აღარაა. ამავე წლის ნიუ იორკის პრაიდ მსვლელობაზე Queer Nation-მა გაავრცელა ბუკლეტი რომელსაც ერქვა  Queers Read This.




როდესაც მთხოვენ ავხსნა რას ნიშნავს დღეს Queer, რა იდენტობაა ასეთი, ხშირად ვიჭედები. საქმე ისაა, რომ ქუიარის საზღვრები ძალიან ფართოა და ყველა იმ ქცევას, თვითგამოხატვას, ღირებულებათა წყობას მოიაზრებს, რომელიც ეწინააღმდეგება სამყაროს ჰეტეროსექსისტურ წყობას. Queer ფართო და ტევადი ტერმინია, რომელიც ვიწრო კატეგორიიდან გამოსვლის შესაძლებლობას გვაძლევს.

Comments

  1. კეთილი და პატიოსანი – ბევრი ადამიანი სიტყვა Queer–ს კრებით ცნებად ხმარობს, მაგრამ ასევე არიან სხვები – საკმაოდ ბევრნი – რომლებიც თვლიან, რომ Queer სულ არ ნიშნავს გეის ან ლესბის ან ტრანსს ან ბის (ან ამ ყველას ერთად). რახან, ვთქვათ, ლესბოსელი ხარ, ეს სულ არ ნიშნავს, რომ ავტომატურად Queer ხარ; პირიქით, შეიძლება ლესბოსელი იყო და საკმაოდ კონვენციური, მეტიც ჰეტერონორმატიული (!), საკუთარ სექსუალობაში და ურთიერთობებში.
    მე პირადად ვერც ერთი იდენტობა ვერ მოვირგე – ვერც ჰეტეროს, ვერც ლესბოსელის, ვერც ბისექსუალის.. ყოველთვის იყო რაღაც, რაც რომელიმე ამ იდენტობის მორგების საშუალებას არ მაძლევდა. ამჟამად არ მაქვს სექსუალური იდენტობა, მაგრამ საკუთარი სექსუალური და ემოციური ურთიერთობების დასახასიათებლად მე ვიყენებ ტერმინს Queer (არა როგორც არსებით სახელს, არამედ როგორც ზედსართავს).

    ReplyDelete
  2. გეთანხმები.

    ცოტა ტლანქი ახსნა გამომივიდა :) საბოლოო ჯამში იმის თქმა მინდოდა, რომ Queer-ში შეიძლება ჩაეტიოს როგორც LGBT ადამიანები (სურვილისამებრ), ასევე ჰეტერო არატრანსგენდერი ადამიანებიც რომელთაც განსხვავებული თვითაღქმა აქვთ (ესეც მოკლედ რომ ვთქვათ :) ).

    ReplyDelete

Post a Comment