ლესბოსური იდენტობები

ლესბოსელი, როგორც ”კატეგორია” საკმაოდ არაერთგვაროვანია. სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა ორი განსხვავებული მოვლენაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთი არ შეიძლება მეორეს ერთ-ერთი ”გამომწვევი მიზეზად” იქცეს. სექსუალური ორიენტაცია, ქცევა,ჩვენი შეხედულებები და ჩვენი პიროვნების სხვადასხვა მხარე ერთად ქმნის გარკვეულ გენდერულ იდენტობას, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის უნიკალურია. მიუხედავად ამისა, ჩვენც და სხვებსაც მუდამ გვაქვს მოთხოვნილება ირგვლივ არსებული ადამიანები და მოვლენები განვსაზღვროთ და უფრო ფართო, ტევად და მარტივად აღსაქმელ კატეგორიაში ჩავსვათ. ლესბოსური სამყარო ამ მხრივ გამონაკლისი არაა.



ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე ლესბოსური იდენტობა. უნდა გვახსოვდეს, რომ განსაზღვრებები მშრალი და პირობითია და ასახავს ამ იდენტობების ყველაზე თვალშისაცემ, ზედაპირულ თვისებებს, ანუ არ განიხილავს მათ სიღრმისეულად. ისეთი ზედსართავები, როგორიცაა ”მამაკაცური” და ”ქალური”, რომლებიც არაერთგან შეგვხვდება, პირობითია და იმისათვის გამოიყენება, რომ ფართო საზოგადოებისთვის უფრო გასაგები სურათი შეიქმნას.


Dyke - შეიძლება ცალკე იდენტობად არ ჩაითვალოს. ლგბტ თემის წევრებისთვის ეს ჩვეულებრივი ტერმინია,რომელსაც ”ლესბოსელის” ნაცვლად იყენებენ,თუმცა ჰეტეროსექსუალურ საზოგადოებაში მას დამამცირებელი მნიშვნელობით ხმარობენ. 

Butch - მამაკაცური თვისებებისა და ქცევის მქონე ლესბოსელი.







Stone Butch  - მამაკაცური ქცევისა და თვისებების ლესბოსელი, რომელიც საკუთარ თავს ხშირად მამრობით სქესად მოიხსენიებს. კიდევ ერთი თავისებურება ამ იდენტობის ისაა, რომ მას არ სიამოვნებს, როცა სექსის დროს პარტნიორი ეხება. სექსში მისთვის მთავარი პარტნიორის სიამოვნებაა.


A Diesel Dyke - ძალიან მამაკაცური და აგრესიული, ”ჩხუბისთავი” ლესბოსელი.

A Lipstick Lesbian/ Femme - ლესბოსელი, რომელსაც უყვარს ქალური ტანსაცმელი, მაკიაჟი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.მას არ აშინებს ყურადღება და ხშირად მისდევს მოდას.ის სასურველია, როგორც მამაკაცებისთვის ისე ბევრი ლესბოსელისთვისაც.



A Sport Dyke ლესბოსელი, რომელიც სპორტულ ტანსაცმელს იცვამს და თავს ათლეტად აღიქვამს იმის და მიუხედავად არის თუ არა ის სპორტსმენი.

A Soft Butch ლესბოსელი, რომელსაც ანდროგინული გარეგნობა აქვს. ის შეიძლება იცვამდეს და იქცეოდეს მამაკაცურად, მაგრამ ხშირად უფრო რბილ ხასიათს ავლენდეს. მიუხედავად იმისა, რომ მას butch-ად უფრო აღიქვამენ, ის თავს არც femme-თან და არც butch-თან არ აიგივებს.


A Blue Jean Femme - ლესბოსელი, რომელიც თავს femme-ად თვლის, მაგრამ კაბებსა და მაღალ ქუსლებს ამჯობინებს უფრო კომფორტული ტანსაცმელი ატაროს, როგორც მაგალითად ჯინსები. 

A Pillow Queen  - ე.წ. პასიური ლესბოსელი, ანუ ქალი, რომელსაც სექსში გაცემაზე მეტად სიამოვნების მიღება უფრო სიამოვნებს - კარგად ეწყვილება Stone Butch-ს. :)

Kiki  - ეს სიტყვა 50-60-იანების ლესბოსური ბარების კულტურიდან მოდის და აღწერს ლესბოსელს, რომელიც არც ბუჩია და არც ფემი. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდის ლესბოსური ბარების კლტურაში მკაცრი როლური დაყოფა მოქმედებდა. 

A Power Dyke -  ორგანიზაციის ხელმძღვანელი, პოლიტიკოსი,წარმატებული ბიზნესმენი - ერთი სიტყვით, ლესბოსელი, რომელმაც რაიმე სახის ძალაუფლების პოზიცია დაიკავა ლგბტ მოძრაობაში ან ”გარე სამყაროს” რომელიმე სფეროში. 

A Gold Star Lesbian  - ლესბოსელი, რომელსაც არასოდეს ჰქონია სექსუალური კონტაქტი მამაკაცთან და არც აპირებს რომ ჰქონდეს.

The Sophisticate  - ხელოვანი ან პროფესორი ლესბოსელი; ე.წ. ინტელიგენციის წევრი, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი საჯარო პირი ან რომელიც სამაგალითო ადამიანი იყოს ლესბოსელი და ბისექსუალი ქალებისთვის. 

Futch - ლესბოსელი, რომელიც არც ფემია და არც ბუჩი.

The Tomboy - კაბის ჩაცმას სიკვდილი ურჩევნია, ძლიერი და თავაზიანია.მისი ქცევა და ჩაცმულობა ხალხს მის სქესში მუდმივად აეჭვებს.




The Topper ძლიერი, პროფესიონალი და ”აგრესიული” ლესბოსელი, რომელსაც უყვარს საკუთარი ცხოვრების ყველა ასპექტის დომინირება. ის ელეგანტური და ჭკვიანია. 

A Hasbian - ქალი, რომელიც საკუთარ თავს ლესბოსელთან აიგივებდა, მაგრამ ამჟამად მხოლოდ კაცებს ხვდება.

Comments

Post a Comment