კინო: "მაკოცე" (2011)

რამდენჯერ გვინახავს ფილმებში სასოწარკვეთილი მეტრფე სადღაც გასამგზავრებლად გამზადებულ სატრფოს როგორ მისდევს აეროპორტში, ეწევა, ეხვევა და აღარსად აღარ ”უშვებს”, ან, თუ ვერ დაეწია, შემდეგ რეისს ელოდება (ო, რა წამებაა!) და დანიშნულების ადგილზე აკითხავს. აქაც, უმეტეს წილად, საქმე წყვილის ხვევნა-კოცნით და ხანდახან ”შერიგების” სექსით მთავრდება.

ერთი სიტყვით, რომანტიკული ფილმებისთვის ბიჭი მისდევს გოგოს და ქატო იქა ფქვილი აქა,  სულაც არაა ახალი სქემა და უკვე იმდენი ვარიაციითაა გადაღებული, რომ მოსაბეზრებელიც კია...  მაგრამ იმაზე რას იტყვით, როცა ასეთი ტიპის ფილმში სატრფოც და მეტრფეც - ქალია?


წელს შვედებმა გამოიჩინეს თავი და გადაიღეს ფილმი სახელწოდებით Kyss Mig (მაკოცე), რომლის ინგლისური სათაურიც With Every Heartbeat გახლავთ, ალბათ იმიტომ, რომ ფილმის საუნდტრეკში Robyn-ის ამავე სახელწოდების სიმღერაა შესული.




ეს ფილმი რამდენიმე მიზეზითაა კარგი: 

1) ჩვენს რიგებს კიდევ ერთი ლესბი ფილმი შეემატა!


2) ფილმი ჰეფი ენდით მთავრდება (მაპატიეთ სპოილერისთვის :) ) ;

3) ოპერატორი ყოჩაღი ტიპი ჩანს;

4)  მუსიკა კარგად არის შერჩეული. საუნდტრეკი Nouvelle Vague-ის პროდიუსერს მარკ კოლინზს ეკუთვნის. მის კომპოზიციებთან ერთად ფილმში ასევე გაიგებთ Jose Gonzalez-ის და Robyn-ის ხმას;



5) მსახიობები ძალიან კარგები არიან :)

ლივ მიონესი


რუთ ვეგა ფერნანდესი


და რა თქმა უნდა ვეტერანი კრისტერ ჰენრიკსონი და ლენა ენდრე, ორი ძალიან კარგი შვედი მსახიობი, რომელსაც ერთად მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს თეატრში, ლივ ულმანის სარეჟისორო დებიუტშიTrolösa" (Faithless) და ასევე შვედურ დეტექტიურ სერიალ Wallander-ში. 




უნდა აღინიშნოს ასევე, რომ სიუჟეტი, ფილმის პროდიუსერის ჯოზეფინ ტენგბლადის ცხოვრებას ეფუძნება. ტენგბლადმა, რომელიც პროდიუსერობასთან ერთად ფილმში ეპიზოდურ როლსაც თამაშობს, საქმრო ქალის გულისთვის მიატოვა. 



და არ დავივიწყებ არც ტონ ლიუნგმანს




რომელსაც გეი თემატიკის ფილმებთან უკვე აკავშირებს გარკვეული გამოცდილება: 




მოკლედ, სანამ Kyss Mig დაიდება სადმე კარგი ხარისხით, გირჩევთ უყუროთ ფილმს Patrick 1,5. 


ყველაზე მნიშვნელოვანი ასეთ ფილმებში ისაა, რომ ლგბტ თემატიკის ნებისმიერი ფილმი თუ წიგნი, რომელიც კარგად მთავრდება, დადებითი მოდელია ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარ ან სხვის იდენტობას ვერ იღებენ და ვერ ეგუებიან. 


ასე რომ, ეს ერთი და სხვა მრავალი! 


Skål!

Comments

  1. პირველ რიგში როგორ ხარ? იმედია აზრიანად გაატარე ეს ცხელი და საშინელი ზაფხული))) ფილმი მართლაც საინტერესო ჩანს, შენ ისე კარგად დაახასიათე რომ აუცილებლად ღირს ნახვა და ვნახავ კიდეც. :) არ ვიცი თუ ნახე მეილზე ერთი აგრეთვე შვედური ფილმის სახელი და ასე შ. გამოგიგზავნე ნუ მოკლედ .....ბლა ბლა :))

    ReplyDelete

Post a Comment