სქენდელ სევიჯი კომიქსების მოყვარულებისთვის ნაკლებადაა ცნობილი ვიდრე უკვდავი ბოროტმოქმედი მამამისი ვანდალ სევიჯი (ველური ვანდალი, თუ მაინც და მაინც გვინდა ვთარგმნოთ). თუმცა სკანდალი საინტერესო პერსონაჟია (და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ის კომიქსების სამყაროში არსებული მცირერიცხოვანი ლესბოსელი სუპერგმირებიდან ერთ-ერთია).
სქენდელი სექსუალური, ძლიერი, ჭკვიანი და რთული ხასიათის მქონე ქალია, რომელიც ბოროტმოქმედსა და გმირს შორის ზღვარზეა მოთავსებული.
სქენდელი სექსუალური, ძლიერი, ჭკვიანი და რთული ხასიათის მქონე ქალია, რომელიც ბოროტმოქმედსა და გმირს შორის ზღვარზეა მოთავსებული.
სქენდელს მძიმე ბავშვობა ჰქონდა, ის მამამისის ხელში გაიზარდა, მას შემდეგ, რაც დედამისმა, ბრაზილიელმა ქალმა, რომელზეც ვანდალმა იძალადა, მას თავი შეაყვარა შემდეგ კი თავი მოიკლა - ანუ ყველაზე ძვირფასი რამ წაართვა, რაც კი ვანდალს გააჩნდა.
ვანდალის აღზრდის მეთოდები მძიმე იყო, თუმცა სწორედ მათი წყალობით გახდა სკანდალი ძლიერი, სწრაფი და მომაკვდილებელი.
ზრდასრულ ასაკში ის უკვე გვევლინება "საიდუმლო ექვსეულის" ლიდერად და ჯგუფთან ერთად ხან ვიღაც მდიდარი სუპერბოროტმოქმედების დავალებებს ასრულებს (ფულის სანაცვლოდ), ხან სხვა ბოროტმოქმედებს ებრძვის.
სქენდელი ლესბოსელია. მისი ცხოვრების სიყვარული ნოქაუთი ასევე საიდუმლო ექვსეულში შედის, თუმცა მალე კვდება. სქენდელს ძალიან უჭირს მისი სიკვდილის გადატანა.
Comments
Post a Comment