შესავალი

წლებია უკვე ასეთი ტრადიცია მაქვს - სანამ სახლიდან გავალ და თბილისისთვის ესოდენ ჩვეულ და დამახასიათებელ ჰეტერონორმატიულობაში ჩავეფლობი, ერთ საათს მაინც ვიტოვებ ხოლმე იმისთვის, რომ კომპიუტერთან ცხელი ყავით მოვკალათდე The L Word-ის რომელიმე სერია ჩავრთო და ინტერნეტში საინტერესო სიახლეები მოვძებნო -  მაგალითად,  კიდევ ვინმე ცნობილმა ადამიანმა ხომ არ გააკეთა ქამინგ აუთი ან რაიმე ახალი თემატური ფილმი ან წიგნი ხომ არ გამოჩნდა.


ადამიანები, რომლებთანაც დღის მანძილზე მიწევს ურთიერთობა, სისტემატიურად განიხილავენ საკუთარ ქმრებსა და საქმროებს. ისინი ხაზგასმულად "ნორმალურები" არიან და სავარაუდოდ თვლიან, რომ მეც ასეთივე ხაზგასმულად "ნორმალური" მინდა ვიყო, მაგრამ რატომღაც არ გამომდის. თუ ასე, 35 წლამდე (მაქსიმუმ) არ გამიმართლა და არ გავთხოვდი, საბოლოო ჯამში მათზე ნაკლები ქალი ვიქნები. პირადი ცხოვრება მე არ მაქვს, და ჩემს ორგანიზმში სპერმის ჯანსაღი რაოდენობა თუ არ შევიდა მალე ხასიათზეც დამეტყობა (ჭარბთმიანობაზე რომ არაფერი ვთქვათ). ეს არის ის დასკვნები, რომლებსაც ჩემს გარშემომყოფთა თვალებში ვხედავ ხოლმე.. არადა გულდასაწყვეტია ასე რომ ფიქრობენ... გულდასაწყვეტია იმიტომ, რომ მე ბედნიერი ადამიანი ვარ და შესანიშნავი პირადი ცხოვრება მაქვს. ამას გარდა, გამაჩნია საკუთარი.. მოდით, თემი დავარქვათ.. ჰო, გამაჩნია საკუთარი თემი და კულტურა, რომელსაც ამ თემთან ვიზიარებ და რომელსაც ჩემი სექსუალობა განაპირობებს.

საკუთარი სექსუალობის ძიება და მასთან დაზავება ძალიან მრავალფეროვანი და ინდივიდუალური პროცესია. მე ღრმა ბავშვობიდან მიზიდავს ქალი. ამას არავინ აქცევდა ყურადღებას იმიტომ, რომ ბავშვური შეყვარებულობა და აკვიატება საგანგაშოდ არ მიიჩნევა ხოლმე, ხოლო მაშინ, როცა უკვე მე თვითონ გამიჩნდა ეჭვები, ამ ჩემი ”ჩვევის” შენიღბვა ვისწავლე. იმ დროიდან მოყოლებული წიგნებს მეტწილად იმ შემთხვევაში ვუდებდი გულს, თუკი რომელიმე ქალი პერსონაჟი მომეწონებოდა, ფილმებიც სრულიად უინტერესო ხდებოდა თუკი მთავარი მოქმედი პირი მამაკაცი იყო და ირგვლივ უსახური მდედრობითი სქესის გარემოცვა ყავდა. სკოლაში, მაშინ, როცა ჩემი თანაკლასელები Backstreet Boys-ის ბიჭებზე მასტურბირებდნენ (ოღონდ ჯერ მგონი არ იცოდნენ მასტურბაცია რა არის), მე ეს მიკვირდა, თუმცა განსხვავებულად გამოჩენის შიშით ხმამაღლა არაფერს ვამბობდი. ასე ვიზრდებოდი და მე თვითონაც დიდი დრო დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ ჩემი კულტურა საკუთარი ხელით ავაწყვე ქალის, როგორც ცენტრალური ელემენტის, გარშემო. კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა იმ აზრთან შეგუება, რომ ქალები ფიზიკურად მიზიდავს, თუმცა ამაზე სხვა დროს.

მოკლედ რომ ვთქვა, ცოტა ვიარე თუ ბევრი, ბოლოს და ბოლოს მივხვდი, რომ საკუთარი თავისთვის წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა - ქალი ისაა, რაც ყველაზე მეტად მიყვარს ამ ცხოვრებაში. ქალი ჩემი თემიცაა და კულტურაც.

სწორედ ამიტომ მწყდება ყოველთვის გული იმ ფაქტზე, რომ ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და საერთოდ ქუიარ (queer) ქალები ქართულ სივრცეში უხილავ ჯგუფად რჩება, არადა ჩვენ საკმაოდ ბევრნი ვართ.. ვერც კი ვხვდებით,  რამდენად ბევრნი.. ვირტუალური სივრცის საკუთარი დიდი ნაგლეჯი გვიკავია, ამოჩემებული კლუბები და ბარები გვაქვს, ქუჩაშიც ვართ და პარკებშიც, უბრალოდ ყველგან სიფრთხილეს ვიჩენთ, ყველგან გარდა საკუთარი კუთხისა, თუკი ასეთი გაგვაჩნია. მიუხედავად ამ უხილავობისა ჩვენ არა მხოლოდ ვარსებობთ, არამედ ვცოცხლობთ. ჩვენი კულტურა, რომელსაც ასე ვებღაუჭებით, ჩვენი კავშირები იზრდება, მყარდება და ვითარდება.

რამდენად ნაყოფიერი იქნება ეს ბლოგი, ბევრადაა დამოკიდებული მის მკითხველზე. გახსნილი ვარ ნებისმიერი საინტერესო თუ უინტერესო კომენტარისადმი, მთავარია არ იყოს ძალადობისა და სიძულვილის გამოვლინება.

მაშ ასე...


Comments

  1. მიხაარია რომ ეს ბლოგი ვიპოვნე : ) ხოდა ისა მეტი არც არაფერი მამენტ : )
    ბლოგროლში ჩაგამატე და განახლებისთანავე შემოვივლი ხოლმე : ))
    ისე ბისექსუალების ამბავში საქმე არც ისე ცუდადაა მინდა გითხრა , ვგულისხმობ იმას რომ მეტნაკლებად ღიად შეგიძლია დაიმკვიდრო თავი (ნუ ყველა სიტუაციაში არა მაგრამ)

    ReplyDelete
  2. გაიხარე ჩორვენ (მით უფრო რომ ჩორვენი ბავშვობიდან მიყვარს :)) ) ბისექსუალებს რაც შეეხება კი შეგიძლია მეტნაკლებად ღიად დაიმკვიდრო თავი იმიტომ, რომ ყველას გონია რომ ”დაბნეული” ხარ ან რაღაც ”არეულობაში” გაქვს თავი გაყოფილი და დროთა განმავლობაში ”დალაგდები” :D

    ReplyDelete
  3. ბისექსუალებს ადვილად შეუძლიათ თავი დაიმკვიდრონო? ვინ მოგატყუათ?!
    ბისექსუალები ეს ის ხალხია, რომელსაც არავინ იღებს ბოლომდე – არც ჰომოები, არც ჰეტეროები. მთლიანად არც ერთ ბანაკში არის – იქაც უცხოა, 'სხვაა' და აქაც! ჰეტეროებს ის ან ფარული ჰომო ჰგონიათ, ან გარყვნილი. ჰომოებსაც ის ან გზააბნეული ლატენტური ჰომოსექსუალი ჰგონიათ (ვისაც სიმამაცე არ ჰყოფნის თავისი ჰომო იდენტობა 'აღიაროს') ან უბრალოდ ერთი გარყვნილი, არასტაბილური პარტნიორი, რომელიც უეჭველი გიღალატებს ვინმესთან. გარდა ამეებისა, კიდევ ათასი მითი არსებობს ბისექსუალებზე, მაგრამ ასეა თუ ისეა, როგორც ხედავთ, ჰომოების და ჰეტეორების დამოკიდებულება ბიების მიმართ ფაქტიურად ერთნაირია და ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურია.
    სხვა საკითხია თუ როგორი იგნორირებულები არიან ეს ადამიანები LGBT მოძრაობიდან და პროგრამებიდან მიუხედავად იმისა, რომ ასო B მყარად, თუმცა მხოლოდ ფორმალურად, ინარჩუნებს თავის პოზიციას აბრივიატურაში..

    ReplyDelete
  4. მართალი ხარ, არცერთი ჯგუფი მათ ბოლომდე არ იღებს, მაგრამ ამასთანავე ორივე ჯგუფს "იმედი აქვს" რომ ბისექსუალი "სწორ გზაზე დადგება". საშინლად დისკრიმინაციული და დამამცირებელი მიდგომაა საკითხისადმი, მაგრამ მაგალითად ჰეტერონორმატიულ საზოგადოებაში ხანდახან რეაქციას ამსუბუქებს. ზოგი იმის ნაცვლად, რომ თქვას რომ ლესბოსელია (მიუხედავად იმისა, რომ თავს სწორედ ლესბოსელთან აიგივებს) ამბობს რომ ბისექსუალია, ეს უფრო ადვილად ესახება.

    ცალსახა, ბუნებრივია, არაფერი არაა.

    ReplyDelete
  5. ვაჰ რა საინტერესო ბლოგია! დავბლოგმეგობრდეთ :)

    ReplyDelete
  6. Xtravaganza - არაა ეგრე გადაჭრითაც ვერ იტყვი. ანუ რიგ მომენტებში პინკის ფრაზა სწორია რომ ორივე მხარე ელოდება როდის დაადგება ”სწორ” გზას ბისექსუალი მაგრამ ასე მკევთრად და მოჭრით ვერ იტყვი : )

    ჰოდა იგგნორირებაზე რავიც აბა მაგაში მეპარება ეჭვი :) უბრალოდ რაღაც რესურსების ოპტიმალურ განაწილებასთან გვაქვს საქმე და ნაკლებად აქცენტირებულია ამიტომ ეს ”ქვეჯგუფი” (რა ცუდდად ვთქვი მაგრამ იყოს)

    ReplyDelete
  7. Kargad mesmis sheni da vfikrob albat titoeuli chvengani sakartveloshi aset situaciashia, ar aris is garemo, rom gagigon an cxviri ar chakon shens pirad cxovrebashi, kargi blogia, momecona!

    ReplyDelete
  8. "მართალი ხარ, არცერთი ჯგუფი მათ ბოლომდე არ იღებს, მაგრამ ამასთანავე ორივე ჯგუფს "იმედი აქვს" რომ ბისექსუალი "სწორ გზაზე დადგება" - Love myavda egeti,da bolos "სწორ გზაზე" dadga ogonc chems sacinaagmdegod...:D Ar jobra lez kofiliko da davisvenebdi,Tavgza da oriebtacia areuli xalxia... rom mimatova tavs viklavdi,kinagam gavreke,erti sityvit rom vtqvat:

    Ramis gavreke,
    Sulit "Deveci",
    Magis Abneul Tavgzas sh.....ci... :D

    ReplyDelete
  9. Rame kai temebi aagdet raaa

    ReplyDelete
  10. NoxiBlogger, ასე გადაჭრით თქმა საჭირო არაა და ”არეული ორიენტაცია” არაფერ შუაშია. ბევრი არაბისექსუალი ადამიანი გეი და ლესბი, ხანდახან ირჩევს ტრადიციული გზით წავიდეს საზოგადოების წნეხისა და სტრესის გამო. მეორე მომენტია კიდევ - რა მნიშვნელობა აქვს კაცის გამო მიგატოვებს გოგო თუ ქალის გამო? რას ცვლის ეს? სავარაუდოდ ბისექსუალი რომ არ ყოფილიყო, სხვა ქალის გამო მიგატოვებდა (არ მიწყინო) ასე რომ პატივისცემით მოვეპყროთ სხვებს :)

    Anonymous კარგ თემებში რას გულისხმობ მითხარი და ”ავაგდებ” :)

    ReplyDelete
  11. Nu,icav,mainc movklav....:D Ok,es xumrobit,bichis gamo da saertod vinmestan casvlis gamo ar miutovebivar magram Biseqsualtan urtiertoba mainc gamichirda,Aranormalurad echviani var da xo azrze xar,xan ert sqessze vechvianobdi xan meoreze da kinagam gavreke:D Rame axali daposte raaaaa....

    ReplyDelete
  12. ise... tema-temaooo da Inde Tema:D ->
    es naxet? http://www.ptpress.ge/index.php?option=com_content&view=article&id=31:2010-07-01-13-40-47&catid=2:0102skandali&Itemid=16

    sawyali bavshvi "yvavebs" chauvardat xelshi!

    ReplyDelete
  13. Shena da.. darcmunebuli xar, rom vigacis gamogonili araa? garda amisa chven kvelani kvavebis xelshi vart.

    ReplyDelete
  14. Simartle Gitxra Darcmunebuli Arafershi var... Yvavebis xelshic vart da svavebisashic,magram ras vizavt.

    ReplyDelete
  15. ბისექსუალები არ არიან თავგზა არეულები : )
    ზუსტად იციან რა უნდა როდის უნდათ და ვისთან ერთად : )
    ხოდა პინკმა სწორად თქვა - კაცის თუ არა ქალის გამო მაინც შეწყვეტდა ურთიერთობას ასე რომ პრობლემა მასში არაა, ან ურთიერთობაშია ან გადამეტებულ ეჭვიანობაში (მე პირადად ეჭვიან ადამიანებს თავიდან ვიცილებ ძალიან დიდი აგრესია ჩნდება)

    ReplyDelete
  16. ჩორვენი¹³ – თუ საბაბს არ მისცემ ეჭვიანობაც არ იქნება,მაგრამ ყოფილა შემთხვევები:პასტაზე,წიგნებზე და კატაზეც მიეჭვიანია... :D :D :D

    ისე... ლოვე იყო თუ დედიკო ვეღარ ვარჩევდი:

    "თერთმეტზე სახლში იქნები საყვარელო!!!!"
    "დღეს მარტო 6 ღერს მოწევ..." :D

    ReplyDelete
  17. "ცოტა" დამაგვიანდა შენი ბლოგის აღმოჩენა(9 წლით), მაგრამ რაზეც წერ, უმეტესი რამე განმიცდია და გამიხარდა სხვისი განცდების და ფიქრების შესახებ წაკითხვა რომ შემიძლია <3 მე თვითგამორკვევის პროცესში ვარ და მიჭირს საკუთარი თავის მიღება, ამიტომ უნდა გთხოვო, იქნებ ამ თემაზე დაწერო ბლოგი (ძალიან დამეხმარებოდა წაკითხვა) - " კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა იმ აზრთან შეგუება, რომ ქალები ფიზიკურად მიზიდავს, თუმცა ამაზე სხვა დროს. "

    ReplyDelete

Post a Comment