ცოტა რამ ლესბოსელებზე

იყო და არა იყო რა, იყო - და ახლაც არის - კუნძული ეგეოსის ზღვაში, სადაც ყველა, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, ლესბოსელია. ეს იმ მარტივი მიზეზით, რომ თვითონ კუნძულს ჰქვია ასე - ლესბოსი.


ჰოდა, დიდი ხნის წინათ, ცხოვრობდა ამ კუნძულზე პოეტი ქალი სახელად საფო. საფო დიდი მეტრფე იყო და გადმოცემის თანახმად ქალებსაც ეტრფოდა და კაცებსაც (გარდა იმისა, რომ გათხოვილი იყო.. თუმცა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს ). მერე ამ ტრფობას ლექსად აწყობდა და:

გვირგვინით მოირთელამაზო დიკა,ტალღანი კულულთა შენთა!მან ნაზ ხელთამოკრიფონ , გოგონავ,შტოების ხალასი კონა!ყვავილთა გვირგვინიახარებს ქარიტებს,ვინც უგვირგვინოა,თვალს ყველა არიდებს.

გადმოცემას თუ დავუჯერებთ და დავუფიქრდებით, საფო ბისექსუალი იყო, თუმცა ბერძნებს სექსუალობაზე უფრო თავისუფალი წარმოდგენა ჰქონდათ მაშინ - ქრისტეს შობამდე, ვიდრე ჩვენ ახლა. მთავარი მთელს ამ ამბავში ისაა, რომ ქალების ერთმანეთისადმი სიყვარულს სწორედ საფოს შემდეგ ხან საფიზმს უწოდებენ და ხან ლესბოსელობას.

თანამედროვე ენაში ლესბოსელის ბევრი სხვა შესატყვისიც არსებობს. ეს შესატყვისები იმიტომ გახდა ”საჭირო”, რომ ლესბოსელი მხოლოდ ორიენტაცია არაა, არამედ ხშირად გენდერულ თვითაღქმასა და ქცევასთანაც არის კავშირში. ქართულში სამწუხაროდ მსგავსი დასახელებები ან რაიმე კონკრეტული ლესბოსური ჟარგონი არ გვაქვს - დროა შევქმნათ.

Comments