ლესბოსურ სექსზე.. ზოგადად


რამდენიმე დღის წინ ლიტეტატურულ პორტალზე შემდეგი ტანკა (ტანკა, მოკლედ რომ ვთქვათ, იაპონური პოეზიის ერთ-ერთი ნაირსახეობაა, რომელიც ხუთი სტრიქონისგან შედგება) გამოჩნდა: 
"ჩემი გოგო ტკიპაა ის ძლიერად მეკვრის და ძუძუსთავებს მწოვს ამ დროს ერთდროულად ვგრძნობ მის წამწამებს სხეულზე და სისიველეს ფეხებს შორის" 
ავტორმა(არა, სამწუხაროდ ჩემი დაწერილი არაა)სახელად "ლესბოსური მინიმა" დააქრვა და გამოხმაურებამაც არ დააყოვნა. ტანკა მაშინვე დაამინუსეს და ხატოვანი კომენტარებიც არ დაიშურეს:


პორუჩიკ გოლიცინ: ”აკი ეროტიკააო? პორნუხა პო მოემუ:))


მამუკა ექიმი: ”ვეთანხმები პორუჩიკს. ავტორს არ ეგონოს, რომ გლბტ თემის დისკრიმინაციას აქვს ა
გილი, უბრალოდ, იგივეს დახატვა გაცილებით ლამაზად შეიძლებოდა, по моему мнению :)

ბორიო: და ორივე ძუძუსთავს ერთდროულად "გწოვთ" თუ ცალ–ცალკე?...... მარაზმია ეს, მით უფრო ეროტიული პოეზიის ჟანრში..... –2 ”
თამარ ბუკია: ”და თანაც - შვილზე წერს ამას... ფუჰ! ”

მამუკა ექიმი: მე ინცესტად არ აღვიქვი, თორემ გადამეკეტებოდა და რაც ამ საიტზე არ მიკადრია, იმისთანა ბილწსიტყვაობის კორიანტელს დავაყენებდი, მიმიქარავს პარნუხის ეს უსუსური მცდელობა :)”

მელიტა: ”ქალბატონ თამარ ბუკიას ეტყობა არაფერი სმენია ლესბოსური ურთიერთობის შესახებ ან იმდენად დაებინდა გონება სიძულივილით, რომ სათაურს ყურადღება აღარ მიაქცია.”

რენუარი: ”რას ამბობთ! ბუკიას გარდა ხომ – ყველა აღფრთოვანდა!
სჯობს თქვენ აგვიხსნათ რა არის აქ "პლიუს სასამო"?”

მელიტა: ”რა ვიცი გოგოებო :) მე პირადად მომწონს, როცა მკერდზე მკოცნიან/მეფერებიან/მწოვენ ოღონდ ხაზს გავუსვამ პარტნიორები. თქვენ არა? ვატყობ აქ ზოგიერთს მკერდზე მხოლოდ შვილი ეხებოდა ლაქტაციის პერიოდში. ო. ქართვლის დედავ!!! ამიტომაც დავუწერე სამიანი :) ”

თამარ ბუკია: ” "ჩემი გოგო ტკიპაა
ის ძლიერად მეკვრის..." აი, ამიტომ აღვიქვი შვილად... და თუ ეს შვილი არაა, მაშინ, მაპატიეთ და...ვინ ვის სად რას წოვს, - არაა პოეზიის საგანი!
მოკლედ, სადაც გინდათ ვიტყვი, - არ მომწონს ლესბოსურობა და ვერ ვიწონებ ლესბოსელობას ახლა თუ გინდათ - ჩამქოლეთ! ბიჭოს, არ მომწონს და რა ვქნა?! ”

რენუარი: მელიტა, თქვენი კომენტარიდან გამოდის, რომ სათაური თქვენც არ წაგიკითხავთ:)
ლესბოსელების ამბავში თამარს ვუჭერ მხარს
.


მამუკა ექიმი: ”მე მგონი, აქ საკამათო სულაც არაა ლგბტ თემა და არც დისკრიმინაციას ვახდენ, როცა ვამინუსებ.რა მხატვრული ღირებულება აქვს, რომ გავაპლიუსო? პორნოდაც არ ვარგა.
მესმის, როცა ლირიკული გმირის ან სიუჟეტის დახატვისათვის გჭირდება და რაღაც ელემენტებს იყენებ, მაგრამ როცა თვითმიზნად იქცევა პორნო სცენის აღწერა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვითომ რაღაც სკანდალური დაწერო, ესე იგი სხვა სათქმელი არა აქვს ავტორს. მხოლოდ ამ ნაწერზე არ ვამბობ, ზოგადად ასეა.
"დორიან გრეის პორტრეტში" საერთოდ არაა ასეთი უხამსობები და რა, ვერ ქაჩავს? მგონი, დღეს ვისაც უნდა, რომ ყურადღება მიიქციოს, ხან აქედან ატრიალებს ლგბტ თემას და ხან იქიდან.
თორემ რა საინტერესოა, ვინ ვის რას წოვს, ანუ სხვის ბინძურ თეთრეულში ქექვა?

ლიტ_მცოდნე: ”უპირველეს ყოვლისა როგორც მინიმალისტური პოეზია ვერ აღვიქვი ეს ნაწერი. შინაარსი მართლა დააინტერესებს "ალბათ" მკითხველს მისი ეპატაჟური, გამომწვევი სათაურის გამო.
ეროტიკა უფრო რთულ ფორმებში პორნოგრაფიაა თითქმის :დ:დ:დ "სისველე ფეხებ შორის" და ა.შ. 

ძუძუსთავებზე კოცნაობა და ა.შ. უფრო არაშემეცნებითია და მკითხველთა უმეტესობას მინუსს აწერინებს.”



ამ კომენტარების გადაკითხვისას რამდენიმე მარტივი დასკვნის გაკეთება შეიძლება:


1) სექსად ქართველთა ფართო მასებისთვის საშოში გაყრილი ასო რჩება - ისიც მხოლოდ რეპროდუქციისთვის და მხოლოდ მისიონერულ პოზაში (ანუ მამაკაცი ზემოდან ქალის პირისპირ, თუმცა ეს უკანასკნელი მას მორცხვად არიდებს მზერას)


2) ლესბოსურ სექსზე ამ ფართო (და თუნდაც არც ისე ფართო) მასებს კიდევ უფრო ნაკლები ინფორმაცია მოეპოვებათ და ამგვარად მისი აღწერის ყველა მცდელობა დაუკმაყოფილებელი ქალის ბჟუტურად აღიქმება; 


3)ოიდიპოსის კომპლექსი ისე გვაქვს გამჯდარი, რომ ინცესტი ყოველ ნაბიჯზე გველანდება - მით უფრო, რომ დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრმა ქალმა სწორედ ჩვილისთვის ძუძუს წოვებისას აღმოაჩინა, რომ ძუძუსთავებს ბუნებრივი საწოვარას გარდა ეროგენული ფუნქციაც გააჩნია.



4) ქალის მიერ აღწერილი სექსი (თუნდაც ჰეტეროსექსუალური), ან უბრალოდ სასქესო ორგანოს ხსენება მარტივად შეგვიძლია მოვნათლოთ პორნოგრაფიად, ხოლო კაცის მიერ აღწერილი ”მუჭურით დაოკებული ჟინი სექსუალობისა” - ანუ რუსი ქალის ხატზე ნძრევა - ჩვენთვის ლიტერატურულ გამოცემებში დაბეჭდვის ღირსი ეროტიკაა; 


5) მე-4-დან გამომდინარე - არც ეროტიკის და არც პორნოგრაფიის განმარტება არ ვიცით. არ ვიცით მათ შორის განსხვავება და არც გვინდა რომ ვიცოდეთ;


6) ჩვენს საუკუნეში პოეზიად (და თანაც ღირებულად) ჯერ კიდევ გარითმული და მეტაფორებით გაძეძგილი ”მაღალფარდოვნება” ითვლება.


7) სად ერეკლეს ხმალი და სად (არც მთლად) პატივცემული მამუკა ექიმის ყლე - ანუ სად ლესბოსური მინიმა და სად დორიან გრეის პორტრეტი.. სხვათა შორის, ოსკარ უაილდი.. ნუ ეს ყველამ იცით :)  


ჰმ.. რა ხდება, გოგოებო ჩვენს თავს, ა? რატომ ითვლება, რომ იმათი სექსი სექსია და ჩვენი კიდევ მაიმუნობა? რატომ მიიჩნევა, რომ ისინი ჟიმაობენ, ჩვენ კიდევ ვთამაშობთ და ერთმანეთს ვეცაცუნებით? 


ამ სტერეოტიპებს იწვევს ფართოდ გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ სექსი იგივე შეღწევაა (პენეტრაცია)და თუ პენისი არ გაქვს საშოს შესასვლელი შენთვის დახურულია.. არადა შეღწევა თითითაც შეიძლება, ორი თითითაც, მთელი მტევნითაც - ეს უვკე პარტნიორს გააჩნია - და თუ მაინც და მაინც, სტრაპ-ონიც გამოიგონა ვიღაც კეთილმა ადამიანმა: მიიბამ ქამრით თეძოებზე და მიდი( თანაც ორივე ხელი თავისუფალი გაქვს!:))! 


თუმცა მთავარი აქ ისაა,რომ ქალის ანატომია ჩვენში უღრანი ტყეა. 


ქართველები ჯიუტად აგრძელებენ კლიტორის (იგივე სავნებოს) იგნორირებას. გადით ქუჩაში და დაინახავთ ჯარებს ქალებისა, რომელთაც ვაგინალური სექსის გარდა ცხოვრებაში არაფერი ჰქონიათ და ორგაზმიც არასოდეს განუცდიათ იმიტომ, რომ აქტში მონაწილე ორი ადამიანიდან არცერთს აზრად არ მოსვლია აი, იქ, ცოტა ზემოთ რომ პატარა ”ღილაკია”, იმისთვის ”დაეჭირა”.


ზემოთ სტრეპ-ონი (ანუ ქამარზე მიმაგრებული ფალოიმიტატორი) ვახსენე,მაგრამ სწორად გამიგეთ - ყველა ლესბოსელი/ბისექსუალი მას არ იყენებს, ესეც პარტნიორების სექსუალურ გემოვნებაზეა დამოკიდებული.. მართალია, ლესბოსური პორნოგრაფია, რომლითაც ჩვენი ახალგაზრდები (და არც ისე ახალგაზრდები) ”ნათლდებიან” გვაჩვენებს, რომ ლესბოსური სექსი დილდოს, კიტრისა ან ბანანის გარეშე არ ხდება, კარგად უნდა დავიხსომოთ, რომ ლესბოსელების უმეტესობა ლესბოსურ პორნოს ვერ იტანს. 


ის ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც პოპულარულ პორნოგრაფიულ საიტებზე დევს,ჰეტეროსექსუალი მამაკაცების ნაყოფიერი ონანიზმისთვისაა გადაღებული. ამოსავალი წერტილი მანდ ისაა, რომ კარგად ჩანდეს ორივე ქალის მკერდი, სასქესო ორგანოები, ორალური სექსის შემთხვევაში ენა, რომელიც კლიტორს ტრაქტორივით ამუშავებს, საშოში შერჭობილი (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით)დილდო და ასე შემდეგ.. შესაბამისად ეს ყველაფერი ცოტა უცნაური სანახავია და ცოტაც სასაცილო, მაგრამ საბოლოო ჯამში საშინლად არამიმზიდველი და არამადისაღმძვრელი. ჩემი სუბიექტური აზრით სექსი სიახლოვეა, მაქსიმალური შეხება - ეს პორნოგოგონები კი იმისათვის, რომ კამერამ კარგად გადაიღოს ”შუაში რა ხდება” გარკვეულ დისტანციას იჭერენ და ერთობა მათ სხეულებს შორის ირღვევა.. უფრო მეტიც, ხედავ, რომ იგი არც არასოდეს არსებობდა.


გადავწყვიტე, რომ შემდეგი რამდენიმე პოსტის სწორედ ქალებს შორის სექსს მივუძღვნა.. რატომ არ შეიძლება ღიად ვილაპარაკოთ ამაზე?  


ჩვენ ხომ გვაქვს სექსი, ზოგს ბევრი, ზოგს ცოტა; ზოგს ”ერთფეროვანი”, ზოგსაც ”მრავალფეროვანი”;  ჩვენ ვჟიმაობთ, ერთმანეთს ვეფერებით, ვთამაშობთ, ვათავებთ ან არ/ვერ ვათავებთ 


მაგრამ მთავარი ისაა, რომ 


ჩვენ ერთმანეთი გვსიამოვნებს.


შენიშვნა: ლესბოსურში ვგულისხმობ ზოგადად სექსს ქალებს შორის (რა ვქნა, მოკლე ტერმინი მესაჭიროება), მაგრამ აქ იგულისხმებიან ქალები ვისაც სექსი აქვს ჰქონია და/ან ექნება სხვა ქალებთან ქალთან, იდენტობისა და მიკუთვნებულობის მიუხედავად. 

Comments

  1. Momecona posti da rcheva meqneba, rom naklebi kuradgeba miaqciot aset xalxs :)

    http://nochura.wordpress.com

    ReplyDelete
  2. gaixare genacvale! erti lesbi sex blogi gaakete da ik vtvirtot da vtvirtot postebi.
    rac sheexeba tviton lekss, me is zalian momecona.
    da kide melitas komentarebi momecona! :))

    ReplyDelete
  3. მოკლედ, ეს ტანკა, ჰაიკუსი არ იყოს, არ მომწონს, გინდა ლესბოსურ სექსზე დაიწეროს და გინდა აყვავებულ მაგნოლიებზე! :)
    რაც შეეხება სასაცილო მიდგომას, გეთანხმებით. უცნაური ამბავია. მე წამიკითხავს იგივე ლიტ.ჯეზე მამაკაცი ავტორების ტექსტები, სადაც ისეთ უხამს ტერმინებს იშველიებენ, მიუხეადავად იმისა, ხიდან ჩამომძვრალი არ ვარ და არც ჭურიდან ამომიყვია ახლახანს თავი, ყურები მიწითლდება ხოლმე. მერე, ჭკუის დარიგებას დაგიწყებენ, შენი ნაწარმოები კარგია, დახვეწილია, მაგრამ სლიშკომ ლიტერატურული ენითაა დაწერილიო.. სხვა გზა არ რჩება, უნდა სუ ტრაკები და ყვერები იძახო, რო ვინმეს ყურადღება მიიპყრო. და გააჩნია კიდე, როგორ მიიპყრობ.. ასეთ ამბავს თუ გაგიმართავენ, ჯობს კალამი დასდო :)
    სამწუხაროდ, მე უფრო სერიოზული მაგალითის მოვანა შემიძლია, როცა საკუთარი სექსუალური პოეზიის გულისთვის ადამიანი საშინლად ჩაიწიხლა და გაილანძღა, მეტისმეტად უშვერი სიტყვებით. არამარტო გაილანძღა, საქვეყნოდ შესვეს ვირზე.
    რას ვიზამთ.
    როგორ წერს გულეური? - რატომ ვცხოვრობთ მამი ნეხვში, ეკითხება შვილი ჭია,
    იმიტომ, რომ სსხვა სამშობლო, შვილო ჩვენ არ გაგვაჩნიაო” - მიუგებს მამა.. ზუსტად ვერ ვიხსენებ, ვასომ მომიტევოს.
    ეგრეა.

    ReplyDelete
  4. ox rogor gavbrazdii. fu damacyda nervebi :@

    ara ra egeti "inwelekwualebi" unda gacyvito ert dges !!

    ReplyDelete
  5. da saertodac giad dacere yvelaze da yvelaferze, aaqamde tu erdiebodi magaze ceras zalians hemcdarxar : ) ise ramdenic ar unda ilaparakon chems blogze rom lesbi serch termebit shemodian magdeni arc ert terms ar aqvs naxvebi da zebnebi :D

    ReplyDelete
  6. es yvelaferi kargi, da sazogadoebis aseti daxshuli gonebac dgevandeli mware realobaaa, ogond mattvis mware...
    magram Tamar bukias Agshpotebam agmaprtovana... kai iyo vixaliseee:))

    ReplyDelete
  7. rogor sheidzleba gavicnot qatrveli lesboselebi.tu ra tkma unda arseboben.minda megobruli kavshiri mqondes tu vinmes aqvs survili ra tkma unda.gaaketet rame aseti facebookshi raa

    ReplyDelete
  8. Anymonous, vetanmxebi da .. martla rame rom gaaketot kargi iqnebaaa. ise . ravi hm tu gindat damimatet minimalizm5 hm .. cota ar iyos texavsavit magram saitebi chventvis ara ;D da ra vqnaa

    ReplyDelete

Post a Comment