კინო: "ბავშვებს რა უჭირთ" (2010)

ამ საათნახევრიან ფილმს დიდხანს ველოდი. პირველ რიგში იმიტომ, რომ ანეტ ბენინგი მიყვარს. მეორეც იმიტომ, რომ ფილმი ლესბოსურ ოჯახზეა გადაღებული ლესბოსელი რეჟისორის მიერ. იმის ილუზია, რომ " The Kids Are All Right"-ს კინოთეატრში ვიხილავდი, რა თქმა უნდა, არ მქონდა. ერთ დღესაც მეგობარმა (ჰეტერომ, სხვათა შორის :) ) ლინკი მომცა, როგორც იქნა დაიდო და აქედან დაქაჩეო.

ფილმის ნახვიდან რამდენიმე დღის შემდეგ ვიღაცის ბლოგი წავიკითხე, სადაც ამ ფილმის ინტერპრეტაცია შემდეგნაირად ჰქონდა გაკეთებული ” თურმე, ყველაზე ლესბოსელ ქალსაც კი სჭირდება მამაკაცი.”



აი, ბარემ ლინკიც და თავად გაეცანით: 
the Kids Are All Right – მამის გარეშეც?!


მოდით, სუფთა ლესბოსური თვალსაზრისით ავხსნი რა ხდება ფილმში. 


პირველ რიგში მოკლე შინაარსი: 


ნიკი (ანეტ ბენინგი) და ჯულსი (ჯულიენ მური) მეუღლეები არიან და ყავთ ორი შვილი. ლეზერი ჯულსის ბიოლოგიური შვილია, ხოლო ჯონი (გოგოს სახელია, როგორც ჯონი მიტჩელი :) )  - ნიკის. ბავშვებს საერთო სპერმის დონორი ჰყავთ. 


ფილმი იწყება მაშინ, როცა ჯონი 18 წლის ხდება და შესაბამისად უფლება ეძლევა სპერმის ბანკს მიაკითხოს და მამასთან დაკავშირება სთხოვოს. ჯონის ეს ფეხზე ჰკიდია, თუმცა ლეზერს მამა აინტერესებს და საბოლოო ჯამში დას დაარწმუნებს ბანკში დარეკოს. პოლი, რომელიც თავის დროზე სპერმას აბარებდა იმიტომ, რომ it was fun ბავშვებს შეხვდება და მათთან საერთო ენასაც გამონახავს.


რა რეაქცია აქვთ ამაზე დედებს? უარყოფითი. თუმცა ბავშვები დაარწმუნებენ, რომ პოლი კაი ტიპია და სადილზეც მოიწვევენ. ჯულსი, რომელიც მებაღე/დეკორატორია პოლს რესტორნის მიმდებარე ბაღის გალამაზებაში დახმარებას აღუთქვამს და ერთ მშვენიერ დღეს მებაღეობის ნაცვლად ისინი სექსით დაკავდებიან. 


ფილმი მთავრდება იმით, რომ ჯულსის და პოლის ამბავი გატყვრება, ყველა გაბრაზდება, პოლისთვის ოჯახში მისასვლელი კარი დაიკეტება ერთმანეთთან გაბუტული დედები კი ჯონის კოლეჯში გამგზავრების დღეს შერიგდებიან. 


ის, რასაც ჰეტერონორმატიული აზროვნების მქონე მაყურებელი ამ ფილმში ხედავს არის 1) ბავშვებს მამა ჭირდებათ 2) ქალს ლესბოსელია თუ არა, მაინც ჭირდება ნამდვილი მამაკაცი, ანუ ნამდვილი ყლე. 


არადა, ფილმი სწორედ საპირისპიროს მოგვითხრობს. 


სიუჟეტი საკმაოდ გულწრფელად აჩვენებს იმ პრობლემებს, რაც ნებისმიერი სახის - ჰეტერო ან ჰომო - ოჯახში შეიძლება წარმოიქმნას. ნიკი ოჯახში დომინანტ როლს თამაშობს, ჯულსზე მეტ ფულს შოულობს და თავს უფლებას აძლევს საკმაოდ უხეში მითითებები მისცეს და სკეპტიკურად შეხედოს მეუღლის ყოველგვარ წამოწყებას. მეორე პრობლემა ისაა, რომ წყვილის სექსუალური ცხოვრება ნულზეა დაყვანილი. ესეც, ძალიან ბევრ ჰეტერო ოჯახში ხდება. სწორედ ეს განაპირობებს ჯულსის ლტოლვას პოლისკენ, რომელმაც მას ყურადღება მიაქცია და სითბო დაანახა. პოლის ადგილას, რომ ყოფილიყო ვინმე დებორა, აბსოლუტურად იგივე მოხდებოდა. ანუ აქ საყვარლის სქესს არ აქვს მნიშვნელობა. 


რაც შეეხებათ ბავშვებს, ის ფაქტი, რომ მათ ინტერესი გაუჩნდათ მამისადმი იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მის გარეშე ვერ გაიზარდნენ და ვერ იცხოვრებდნენ. როდესაც საქმე მათი ოჯახის მთლიანობას შეეხო, ბავშვებმა პოლთან ურთიერთობაზე უარი თქვეს. 


კიდევ ერთი რამაა ნიშანდობლივი - რეჟისორმა პოლი უარყოფით გმირად არ გამოიყვანა, პირიქით, შეეცადა ეს კაცი, რაც შეიძლება კარგი კუთხით წარმოეჩინა. ამიტომ, მას კაცთმოძულეობასაც ვერ დავწამებთ. 


აქედან გამომდინარე, ფილმი გვაჩვენებს ერთი ჩვეულებრივი ოჯახის ისტორიას, სადაც მეუღლეები შვილებთან ერთად გარკვეულ პრობლემებს აწყდებიან და ამ პრობლემებს ერთად ლახავენ. 


ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ეს ოჯახი ორი მდედრობითი სქესის მეუღლისგან შედგება.





Comments

  1. mee magrad momewona es filmi da sul ar gamchenia is ori azri romelic aq chamotvale.
    friad emcoiuri filmia imho <3

    ReplyDelete
  2. filmi mec vnaxe da martali gitxra, zaan usiamovno shegrzneba damitova. me tu mkitxav, is interpretacia, romelic postshi axsene, nacilobriv scoria. filmshi martla negatiurad aris carmodgenili lesbosuri ojaxi da martlac zalian saechvo mesijs agzavnis mayureblis mimartulebit. High Art-is mere eseti filmi didi imedgacruebaa da fexebze mkidia lesboselia tu ara misi rejisori.
    mokled, filmis naxvis mere imdenad nervebmoshlili viyavi, rom ar movisvene manam sanam es ar vipove:
    http://bullybloggers.wordpress.com/2010/07/15/the-kids-arent-alright/
    es aris Judith 'Jack' Halberstamis (avtori cignisa 'female masculinity') kritika am filmis shesaxeb. caikitxe, martla illumination dagemarteba (ogond pink tu ra feri, ar vici). :))

    ReplyDelete
  3. წავიკითხავ :) მაგრამ, ბოლომდე არ გეთანხმები.. ანუ lesbian bed death და პარტნიორის კონტროლი კია ფილმში, მაგრამ.. ეგ ყველა ოჯახს შეიძლება დაემართოს ჰომოს და ჰეტეროს და თუკი შეიძლება ავიტანოთ პრობლემატური ჰეტერო ოჯახების უთვალავი რეპრეზენტირება კინოში, რატომ არ შეიძლება იგივე ავიტანოთ ლესბოსურ ან გეი ოჯახებთან მიმართებაში? ეს უბრალოდ პრობლემატური ოჯახია, რომელიც საბოლოო ჯამში რაღაცნაირად ამ თავის პრობლემას აგვარებს.

    ReplyDelete
  4. წავიკითხე და flesh და sexual desire-ზე ვეთანხმები.. მარა

    ” If the message here is “see gay marriages are just like straight ones – we all face the same problems,” then surely the outcome of the film would be the end of marriage, the desire to find other kinds of arrangements that work? ” აბსოლუტელი ნოთ :) რატომ მაინც და მაინც ასეთი გამოსავალი?

    ReplyDelete
  5. ho ra tkma unda, eg sxva sakitxia - sul araa aucilebeli raxan lesbi urtiertobaa, pozitiurad iyos reprezentirebuli politikuri miznebis gamo. magram, mashin didad vegar daicucuneb verc ert heteronormatiul reprezentaciaze lesbi da gay tematikis. yvelanair reprezentacias akvs arsebobis ufleba, magram es konkretuli, chemi azrit, sakmaod androcentrulia - gay porn, bavshvebi da mama, es kalebi da es kaci, da rac mtavaria, the ending! yvelaze banzi ending! you're too old to divorce-o bavshvi ro eubnebat da esenic ro nazad igimebian!

    ReplyDelete
  6. ნუუუ.. გეი პორნოს მე ვუყურებ ხოლმე მაგალითად :) ლესბი პორნო უმეტესწილად, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ჰეტეროსექსუალი მამაკაცებისთვისაა, ჰეტერო პორნო მთლად საძაგლობაა, გეი პორნო ერთადერთია, სადაც ”სუბიექტი” ჟიმავს ”სუბიექტს” და რაღაც თანასწორუფლებიანობა მაინც შეიგრძნობა :)
    გეთანხმები, რომ უკეთესი ფილმის გადაღება შეიძლებოდა, მით უფრო, რომ ჰეტერონორმატიულ და ჰომოფობიურ მაყურებელს მეტი კი არაფერი ჭირდება - ამ ფილმის ყველა ნაკლს თითზე დაიხვევს. მეორეს მხრივ, ასეთი შინაარსის და ტიპის ლესბოსური ფილმი ჯერ არ გადაღებულა. პრინციპში lesbian bed death-ის და ხანგრძლივი ურთიერთობის რუტინაში გადასვლისგან L Word-მაც კი ვერ შეიკავა თავი. ბოლო სეზონის ერთ-ერთ სერიაში ბეთს და თინას სექსი აქვთ და უცებ რაღაც რემონტზე იწყებენ ლაპარაკს..

    მოკლედ, ძაან მივედ-მოვედე და ვაღიარებ, რომ ამ ფილმისადმი ორმაგი დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ვცდილობ მაინც უფრო არაუარყოფითად განვიხილო.

    P.S. იმედი არ გამცრუებია იმიტომ, რომ ჰაი არტიც მწარედ მძაგს :)

    ReplyDelete

Post a Comment