we’re all in each other’s closets

we're all in each other's closets. - მითხრა მეგობარმა და რას ვიზამთ, მართალია.


გარესამყაროს გადმოსახედიდან, რაც არ უნდა ვეცადოთ საკუთარი საკუჭნაოებიდან, კარადებიდან - ან რაც გინდათ ის დაარქვით - გამოსვლას, ჩვენ მაინც  ყოველგვარი მეორეხარისხოვნების წარმომადგენლებად ვრჩებით იმიტომ, რომ ჩვენც და ისიც, რასაც ”უმრავლესობა” ეწოდება, საზოგადოებასა და მის შეხედულებებს ჩვენზე ამოსავალ წერტილად ვიღებთ.




ესეც რომ არ იყოს, (თითქმის) არცერთ ჩვენგანს არ ყოფნის გამბედაობა, რომ ამ სარდაფიდან ამოვიდეს და სხვებს საკუთარი ზნე და ფერი აჩვენოს.

ისინი (მაგალითად მე), ვინც მოახერხა და საკუთარი ”კლოზეტი” გააფართოვა,  გაალამაზა და უსაფრთხოების გრძნობით მოიშუშა ჭრილობები, საზოგადოებას გარკვეული რაოდენობით აწვდის ინფორმაციას საკუთარ სექსუალობასა და გენდერულ იდენტობაზე. ეს (ხშირად შეფარულად) ხდება სოც. ქსელებში დადებული სურათების, სტატუსებისა და თანამშრომლებთან ან ნაცნობებთან ხუმრობის მეშვეობით.

მეორე კატეგორია, რომლის  ”კლოზეტიც” შეიძლება ისეთი კომფორტული არ იყოს, მაგრამ რომელსაც ”დასაკარგი ბევრი არაფერი აქვს” კარგად ნაცნობ პოზიციას არჩევს - რაც ვარ ესა ვარ და აგერ დამასკდი (თუ ასე ძალიან გინდა).

თუმცა, ბევრი ჩვენგანისთვის, მყუდრო ან არც ისე მყუდრო "კლოზეტის" დატოვება პირად უსაფრთხოებასა და მხარდაჭერის ქსელის (ოჯახი, მეგობრები ...) დაკარგვის საშიშროებას ზრდის და ძვირად შეიძლება დაგვიჯდეს. საქმე კიდევ უფრო რთულდება, როცა მარტო არ ხარ. შენ ვალდებული ხდები საყვარელი ადამიანის გრძნობებს, ნერვებს, სახელსა და კომფორტს გაუფრთხილდე. ამიტომ ფრთხილად უნდა იყო, კარგად ჩარაზო პირწიგნაკის კედელი, არ დადო ფოტო, სტატუსი ან კომენტარი, რომელიც ამ ადამიანზე მიუთითებს და რომელიც შეიძლება ვინმე თქვენმა საერთო ნაცნობმა ნახოს; დაივიწყე ყოველგვარი ზედმეტი ენთუზიაზმი და სურვილი იმისა, რომ შენი ბედნიერება მსოფლიოს ამცნო; არ გამოხატო შენი გრძნობა ქუჩაში, თუნდაც სურვილისგან სიცხე გიწევდეს; თუ მოხვდები ისეთ გარემოში, სადაც მისი ჰეტეროსექსუალი მეგობრები და ოჯახის წევრები არიან, თვალი აარიდე მათ და ვინმე შენიანს მიეკედლე..

თქვენ მე მკითხავთ, რა აუცილებელია ყველამ იცოდეს?

მე თქვენ გიპასუხებთ, აუცილებელი სულაც არაა, მაგრამ ემოციების გამოხატვა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი უნარი და უფლებაა. ყოველთვის, როცა ამ ემოციებს გამოხატავ, გარშემომყოფთ მიზეზი აინტერესებთ (თან ზოგი ისე ჩაგაცივდება, რომ მტრის კარს) - შენ კიდევ სულელივით უნდა იმეორო რომ ან თავი გტკივა ან დაიღალე ან, რომ ამ წამს გააცნობიერე, ცხოვრების შეუდარებელი ხიბლი და მშვენიერება, ან უბრალოდ არსაიდან მომდინარე კარგ ხასიათზე ხარ.

ამგვარად ჩვენი ურთიერთობები ცოტა არ იყოს და ისტერიკულ რითმში მიედინება. ჩვენ შეგვიძლია უცებ გადავწყვიტოთ, რომ ღამე TBC ბანკის დაცარიელებულ ბანკომატთან კამერების წინ, ან ლიტ.კაფეში (სადაც გვერდით მაგიდასთან სამი ქართველი სირი ზის და ვაჟა ფშაველას ციტატებს შორის ”პიდარასტების” ავადმყოფობაზე ლაპარაკობს) ვიზასაოთ (ამ შემოთავაზებას მე შიშით შევხვდი) და მეორე მომენტში იმისა შეგვეშინდეს, რომ ვიღაცამ Facebook-ზე ისეთ სურათში დაგვ-tag-ა, სადაც თვალშისაცემად და საეჭვოდ ვეხებით ერთმანეთს.

ჩვენ სულ უნდა ვიფიქროთ და ავწონ-დავწონოთ.

ვის ვუთხრათ? რა ვუთხრათ? რა არ ვუთხრათ? და რომ ვუთხრათ რა მოხდება?

Comments

  1. იცი რაშია საქმე ? ყველასთან უბრალოდ ვერ გაიხსნები მაგრამ სადაც გაქვს შანსი ეს თამამად უნდა გააკეთი. გაზიარებული ყველაფერი ბევრად ჯობია გაუზიარებელს.

    მეც მქონდა მომენტი როდესაც საჯაროდ კოცნა შევთავაზე ჩემს პარტნიორს, თავიდან იუარა, მერე დაფიქრდა , მერე იდენი ვილაპარაკე რომ გადაედო ჩემი შემართება , ბოლოს გავბედეთ ... რავიც აბა მიწა არ გაგვსკდომია და არც ქვით ჩავუქოლივართ ვინმეს : )
    ნუ ეხლა ეს მეტრო თავისუფლების ინ არ გვიქნია მაგრამ მაინც :ჵ )))

    ReplyDelete
  2. ყველასთან გახსნაზე არც მაქვს ლაპარაკი - უბრალოდ შენს ირგვლივ ყველა როცა უნდა იხსნება, როცა უნდა არა და შენც როცა გინდა აქცევ ყურადღებას როცა გინდა არა. ჩვენთან მიმართებაში ასე არ ხდება. მით უფრო, როცა წყვილში ერთ-ერთი ნაკლებად არის აუთ, ან ორივე. რთულია. :)

    ReplyDelete
  3. ჰმმ...

    ერთი კანადელი გოგოს ბლოგს ვკითხულობ. სულ ერთი ციცქნაა, პრინციპში: 20 წლის. ახლახანს დაქორწილდა თავის საყვარელ ქალზე.
    youtube-ზე აქვს ჩენელი და იქ ილაპარაკა თავის ქამინ' აუთზე და იმაზეც, რომ თავისი გოგოსთვის ჯერ კიდევ რთულია ყველასთან მაგ თემაზე საუბარი და უფრო მეტ სირთულეს აწყდებაო.
    მერე თავის ბლოგზე წერდა, როგორ "წავიდნენ" მეგობრები მას შემდეგ, რაც ღიად ისაუბრა თავის სექსუალობაზე, მაგრამ ასევე იმაზეც, რამდენი ახალი მეგობარი შეიძინა, რომლებიც მას ისეთს იცნობენ და იღებენ ,როგორიც ის თავადაა.

    და მე ამ ყველაფრის ფონზე უცებ გამახსენდა, ჩემი მეგობრების რეაქცია, როდესაც მე როკ-კონცერტზე მივდიოდი, ან ფრჩხილებზე შავ ლაქს ვისვამდი(!), ან ამოღებული მაიკა მეცვა და დავფიქრდი, რამდენი მათგანი შემომრჩებოდა, მე რომ ლესბოსელი ვყოფილიყავი და ეს მათთვის მეთქვა...

    როდესაც ყველასთვის მისაღები თმის ვარცხნილობა, ან მუსიკალური გემოვნება არ გაქვს, უკვე "ფრიკი" ხარ და როცა უცებ აცხადებ, რომ შენივე სქესის პარტნიორი გყავს... საერთოდ რა მოხდება მანდ, აღარც განვავრცოთ.

    შეიძლება რაღაც მომენტში თქვას ვინმემ, რომ თუ ადამიანი ისეთს არ გიღებს, როგორიც ხარ, მაშინ ამ ადამინის ადგილი არაა შენს ცხოვრებაში, მაგრამ ეს სათქმელადაა უფრო იოლი.
    მაგრამ, ალბათ, ის უფრო რთულია, მთელი შენი ცხოვრება თამაშობდე "მე"-ს.

    anyways, ძალიან დაღლილი ვარ და რისი თქმა მინდოდა ამით: საზოგადოება, რომელშიც ვცხოვრობთ და ასევე ქვეყანა ძალიან, ძალიან ცოტა შანსს ტოვებს იყო : Loud and Proud და სამწუხაროდ, საზოგადოების შეხედულებები 2 დღეში არ იცვლება...

    პ.ს. sorry, თუ ჩემი ზემოთ ჩამოთვლილი შედარებები იმდენად naive არის შენს მიერ დაპოსტილთან შედარებით. მგონი, მიხვდები, რის თქმასაც ვლამობდი :)

    ReplyDelete
  4. ho mec ar vici ra vtkva. me da postis avtors bevri gvisaubria am temis garshemo.
    ubralod minda akac vtkva, rom me im adamianta ricxvs mivekutvnebi, romlebic umetesad out arian da ramdenime gamonaklisis garda, ar uyvart sakutari tavis 'mokatuneba' akaoda straight varto..
    magram me myavs gf, romelic fatiurad aravistan aris out. misi chaketiloba da chemi gaxsniloba orives gvikmnis problemas da xandaxan konfliktis tu ara, dazabulobis mizezic ki xdeba. mit umetes, rom me zalian affactionate adamiani var da xshirad mavicydeba, rom kuchashi ar unda shevexo 'sxvanairad' da xalxshi ar unda davuzaxo 'patara'.. albat amitomacaa, rom kuchashi (da zogadad sajaro adgilebshi) chven faktiurad arasdros vart ertad..
    mokled, zalian mtkivneuli temaa.

    ReplyDelete
  5. ჩვენ ვცხოვრობთ დიდ ინკუბატორში...
    პრინციპში ყველა მანდ ცხოვრობს, უბრალოდ სხვების ინკუბატორი უფრო სუფთა და დალაგებულია და ნაგავი ნოხის ქვეშაა შეყრილი :) არაფერი განსხვავებული არსად უყვართ და ყველგან ეშინიათ, მაგრამ ზოგან ამას არ აჩვენებენ, ზოგან აჩვენებენ, ზოგან კი... აგე ირანში, მაგალითად, ჩაქოლეს.

    ReplyDelete

Post a Comment