ბუჩებსა და ფემებზე

ბუჩის და ფემის საკითხი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მწვავეა ლესბოსურ კულტურაში. ამ წყვილს, როგორც წესი, ჰეტერონორმატიული როლების რეპროდუქციად აღიქვამენ, და ბევრი ფემინისტი მას გმობს.



ბუჩის და ფემის კატეგორია მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა, თუმცა, კვლევებითა და ზეპირი ისტორიებით მოპოვებული მასალების მიხედვით, ეს იდენტობები კიდევ უფრო ადრინდელ ლესბოსურ კულტურაში არსებობდა.

ჩვენთვის ცნობილ პირველ ლესბოსურ რომანში ”მარტოობის ჭა”, რომელიც 1928 წელს რედკლიფ ჰოლმა გამოსცა, ზუსტად ასეთი წყვილია აღწერილი - სტივენი (მდედრობითი სქესის მთავარ პერსონაჟს მშობლებმა მამაკაცის სახელი დაარქვეს), რომელიც თავისი ქცევისა და სოციალური ფენის გამო Butch-ისა და  Sophisticate-ის ნარევად შეიძლება მივიჩნიოთ, და ახალგაზრდა მერი, რომელიც ტიპიურ femme-ადაა აღწერილი.


40-60-იან წლებში ბუჩი და ფემი ორი ყველაზე გავრცელებული და ცნობადი კატეგორია იყო. ბუჩები კაცის ტანსაცმელს ატარებდნენ და მოკლედ იჭრიდნენ თმას, ხოლო ფემები ქალისათვის იმ დროს დამახასიათებელ ტანსაცმელსა და აქსესუარებს ატარებდნენ. 50-იანი წლების კლუბურ გარემოში მკაცრი როლური დაყოფა არსებობდა, ამავე დროს დაიწყეს გამოჩენა ისეთმა ლესბოსელებმა, რომლებიც არცერთ ზემოხსენებულ კატეგორიას არ მიეკუთვნებოდნენ, მათ Kiki-ს ეძახდნენ.



აღსანიშნავია, რომ დაუწერელი კანონის მიხედვით ბუჩებს და ფემებს თავისივე კატეგორიის ქალებთან სექსუალური კონტაქტი არ უნდა ჰქონოდათ. ამას, ბუნებრივია, ვერავინ აკრძალავდა, მაგრამ ასეთი შემთხვევები მკაცრად იგმობოდა.
70-იანი წლების ფემინისტებმა და ლესბოსელმა აქტივისტები აქტიურად აღუდგნენ ბუჩ/ფემ იდენტობებსა და მათ ურთიერთმიმართებას, როგორც პატრიარქალურ საზოგადოებაში არსებული სექსისტური ნორმების ასლსა და რეპროდუქციას. 
ამ თემასთან დაკავშირებით, გირჩევთ ნახოთ If These Walls Could Talk 2-ს (2000) მეორე ეპიზოდი.


ფილმი Bound (1996) აგრეთვე ბუჩისა და ფემის დუეტს წარმოაჩენს. ამასთან ერთად, ფილმში სტერეოტიპის ერთგვარი დეკონსტრუქციაც ხდება, როცა სექსის სცენაში ბუჩი (ჯინა გერშონი) პასიურად პასიურად გვევლინება, მაშინ, როცა მასზე ზემოდან მოქცეული ფემი (ჯენიფერ ტილი) ”აქტივის” ფუნქციას ითავსებს.


 ბუჩისა და ფემის იდენტობები კვლავ მისაღები გახდა 80-იან წლებში, როდესაც მრავალფეროვანი იდენტობებისა და სექსუალობისადმი შემწყნარებლობის დონე გაიზარდა ლესბოსურ კულტურასა და ფემინისტურ მოძრაობაში. ბუნებრივია, ამ იდენტობებს აღარ ახლავს ის მკაცრი წესები, რომელიც ადრე ახასიათებდა და დღეს ორი ბუჩისგან ან ორი ფემისგან შემდგარი წყვილების ხილვაც შეგვიძლია.

Comments

  1. რას ნიშნავს "ბევრი ფემინისტი მას გმობს?" :)) საერთოდ რატომ უკავშირებთ ლესბოსელებს ფემინისტებს? "ლესბოსურ კულტურას და ფემინისტურ მოძრაობას". "იგი სხვაა და იგი სხვა" როგორც რუსთაველი იტყოდა.
    ფემინისტებიღა გვაკლდენენ. ჭკუისდამრიგებლებად და ავტორიტეტებად. ჩემი წინადადებაა რომ დავიკიდოთ ფეხებზე რას ფიქრობენ ფემინისტები.

    ReplyDelete
  2. ძვირფასო ანონიმო (ისე რამე გამოგონილ სახელსაწ თუ წააწერდით ხოლმე კარგი იქნებოდა.) ფემინისტური მოძრაობა ლესბოსელებთან პირდაპირ კავშირშია იმიტომ, რომ არსებობს ასეთი ცნება ”ლესბოსური ფემინიზმი”, რომელიც სამოცდაათიანებში გამოეყო მეინსტრიმ ფემინიზმს. ”იგი სხვაა და იგი სხვა” მთლად ასე არაა - არის კავშირი, რომელსაც ვერ გაექცევი. დღესდღეობით ბუჩისა და ფემის ცნებისადმი ფემინიზმში უფრო ლიბერალური დამოკიდებულებაა, აი სამოცდაათიანებში გმობდნენ უფრო მეტად.

    ReplyDelete
  3. გარდა ამისა, მე ფემინისტი ვარ და არანაირად არ ვაპირებ ”ფეხებზე დავიკიდო” რას ფიქრობენ ფემინისტები - უბრალოდ ფემინიზმის ყველა მიმართულება ერთდროულად ვერ იქნება ჩემი წარმოდგენების შესაბამისი და ეს სავსებით ნორმალური მოვლენაა.

    ReplyDelete
  4. უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ზოგადად აზრი - ლესბოსელობა პირდაპირ კავშირშია ფემინისტობასთან ან ფემინისტობა პირდაპირ კავშირშია ლესბოსელებთან არასწორია. შეიძლება არსებობს განშტოება ფემინიზმის რომელსაც "ლესბოსური ფემინიზმი" ეწოდება, მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ ზოგადად ფემინიზმი გადაფსკვნილია ლესბოსურ კულტურასთან და ლესბოსელებთან. მე არ ვამბობ რომ ფემინისტობა ნეგატიური მოვლენაა ან ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს, სულაც პირიქით. უბრალოდ როცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მეუბნებიან რომ თურმე პირდაპირი კავშირი მაქვს ფემინისტურ მოძრაობასთან და შესაბამისად უნდა მოვისმინო ან გავითვალისწინო ფემინისტების არგუმენტები და შეხედულებები- რას გმობენ და რას მიესალმებიან ფემინისტები butch/femme ურთიერთობებზე -მეცინება. მეტი არაფერი.

    ReplyDelete
  5. მერე მე სადმე ვთქვი რომ ”გადაფსკვნილია”? ვერანაირად ვერ იქნება იმიტომ, რომ ფემინიზმი ძალიან მრავლისმომცველი ცნებაა. ის ფემინისტები, რომლებიჩ ბუჩის და ფემის ცნებას ეწინააღმდეგებოდნენ უმეტესწილად თვითონაც ლესბოსელები იყვნენ და არა იმდენად ”გარედან” მოსული აქტივისტები, ასე რომ.. ამ შემთხვევაში მართლა პირდაპირ კავშირშია.

    ReplyDelete
  6. მე მაგალითად ლესბოსელი ვარ მაგრამ ფენინისტი ნამდვილად არ ვარ. და სულაც არ ვთვლი რომ ეს ორი ერთმანეთთან დაკავშირებული უნდა იყოს...

    ReplyDelete

Post a Comment