...

ხანდახან ისე ხდება, რომ გადაწყვეტილების მიღება მიჭირს, ან ქვეყნის საქმე მაქვს და თითის განძრევა უბრალოდ არ შემიძლია. ამ დროს ვდგები და მივდივარ კინოში. მარტო.  იქ ყოველთვის გადის რამე ისეთი ფილმი, სადაც ტესტოსტერონი და ესტროგენი უხვადაა. იმ საათნახევრის მანძილზე, როცა სავარძელში მარტო ვზივარ, ვცდილობ არ ვიარსებო, არავისთან მქონდეს წარსული, არავისში ვეძებდე მომავალს, მეკიდოს ბრძოლა პატრიარქატის წინააღმდეგ, ლგბტ თემის პრობლემები და უბრალოდ დავტკბე სტერეოტიპული ქალური სილამაზით - მოგეხსენებათ მეინსტრიმულ კინოში ლამაზმანებს კარგად არჩევენ.


და აი, ვზივარ იქ და ეს გადმოდის მოტოციკლიდან


ამას კიდევ პოლიციის უნიფორმა აცვია (მსგავსი უნიფორმები ქალზე საშინლად სექსუალურია) და სახეც ისეთი აქვს, როგორიც მე მიყვარს:


ორივე მოქმედი პირის გამოჩენას დარბაზში მყოფი მამრები შეძახილებითა და წაყმუვლებით ხვდებიან (ყოველთვის განსაკუთრებით მაცინებს ხოლმე მამრების აჟიოტაჟი კარგი ტრაკის დანახვაზე), მე კი ვზივარ ჩემთვის ჩუმად და ყოველგვარი მოულოდნელი ერექციებისა და ტუჩზე დალექილი დუჟის გარეშე ვტკბები. ხანდახან მგონია, რომ ქალისადმი კაცის სურვილის სიავხორცე ერექციაში მდგომარეობს. ალბათ ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩემი სურვილი უფრო ”მართალი” და ნაკლებ სექსისტურია, ალბათ ამიტომაც უჭირთ ლესბოსელებს ბისექსუალ ქალებთან ყოფნა და მათ კაც საყვარლებზე ფიქრი..თუმცა ეს ჯობდა ალბათ პირველ პირში მეთქვა..

ქალებს თუ დავუბრუნდებით, ვიტყოდი, რომ ჩემი გემოვნება ბავშვობის მერე დიდად არ შეცვლილა. ქალები, ”რომლებზეც” მე გავიზარდე მამაკაცების მიერ დაწერილ წიგნებში ან მათ მიერ გადაღებულ ფილმებში არსებობდნენ, დანარჩენი, რასაც რეალობაში ვხედავდი სრულად შეესაბამებოდა პატრიარქალურ/სექსისტურ სტანდარტებს. ტრაგიკული ბედის ქალებზე წიგნების ზუთხვამ ქალის თვალებში სევდა შემაყვარა და იცოდეთ ნეტა ასე შეყვარებულ რამდენ ქალს დავდევდი ხმის ამოუღებლად!

მოკლედ ეს ის საათნახევარი (უკეთეს შემთხვევაში ორი საათი) გახლავთ, როდესაც მე არავითარი პრინციპი არ მჭირდება და ეს არავის არ ვნებს. შემდეგ კი ისევ იმედგაცრუება - მე ვზივარ სხვადასხვა ასაკის მთვრალი, გაოფლილი მამაკაცებით გადატენილ მარშრუტკაში და მიკვირს ამათმა ცოლებმა აქამდე თავი როგორ არ მოიკლეს. და ვუსმენ რაღაც ისეთივე სტერეოტიპულს და დაშაქრულს, როგორც ნანახი ფილმია, მაგალითად ჯენეტ ჯექსონს, ან მერაია ქერის, ან სულაც აი ამ სიმღერას



რომელიც საკმაოდ ლუზერულია იმიტომ, რომ გვეუბნება თუ არ გაძლევენ, ცქერით მაინც დატკბიო :) და ეს სიმღერა ჩემს ყველა შემდგარ და შეუმდგარ საყვარელს მაგონებს. და მე ისინი მენატრებიან და მათი გახსენება მხოლოდ ამ წამსაა ტკბილი, ამიტომაც მზად ვარ სათითაოდ დავურეკო და საკუთარ თავს ვუღალატო, მაგრამ ამას არ ვაკეთებ და ცოტა ხანში ისინი ისევ ნაღველითა და სიმწრით მახსენდებიან. ჩემგან ხელმარჯვნივ კიდევ ჭექს და მეძავი ამაზონები შეკრებილან კოცონის გარშემო, მგზავრები ხმაურობენ, იცინიან, მე ჩუმად ვარ და ჩემი სიჩუმე ჩემთვის წმიდაა. 

Comments

  1. Hi :)kargi iyo momecona. ragac iseti ucxo mokled kargi. meili gamogigzavne tu naxe arc vici?

    ReplyDelete

Post a Comment