ჩემი პასუხი ნანუკა ჟორჟოლიანს

 2011 წლის 19 აპრილს, ნანუკა ჟორჟოლიანმა თავის შოუში ლერი ბექაური მოიწვია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ლერინიჭიერშიგამოვიდა და  მაყურებლის წინაშე აღმოსავლური ცეკვით წარსდგა. ჟიურის მამრი წევრები სანახაობით შეწუხდნენ და მოცეკვავე მეორე ტურში არ გაუშვეს, აქაოდა ეგ ცეკვა ქალისაა და კაცს არ უხდება. უფრო მეტიც, მოცეკვავის მიერ მოქნილად და, მართლაც რომ, კარგად შესრულებულ ნომერს  ”ერთფეროვანიუწოდეს და ეს გასაკვირი სულაც არაა, მათი მამაკაცური თვალი ხომ აღმოსავლური ცეკვის მრავალფეროვნებას მხოლოდ ქალის დიდ მკერდსა და ასეთივე დიდი თეძოებში ხედავს.


ლერი ბექაური, მანამდეც და მერეც, რამდენჯერმე გამოჩნდა სხვადასხვა მედია საშუალებაში და ჰომოსექსუალობასა და საკუთარ თავზე ისეთი მოსაზრებები გამოთქვა, როგორიც  ნამდვილ ინტერნალიზებულ ჰომოფობს შეეფერება. ინტერნალიზებული ჰომოფობი არის ჰომოსექსუალი ადამიანი, რომელსაცსექსუალური უმცირესობებისადმისაზოგადოებაში არსებული შიში, სიძულვილი და უარყოფითი განწყობა შეთვისებულ-შესისხლხორცებული აქვს. სექსუალური ორიენტაციის გამო, რომელსაც იგი არანორმალურად აღიქვამს, მას საკუთარი თავი (და სხვები) შეიძლება სძულდეს ან/და ეცოდებოდეს. ეს ძალიან რთული და მტკივნეული თემაა, თუმცა ცალსახაა, რომ ინტერნალიზებული ჰომოფობია არის საზოგადოებაში სექსუალური განსხვავებულობისადმი არსებული შიშისა და ზიზღის ერთ-ერთი უშუალო შედეგი

ზემოხსენებული გადაცემის შემდეგ (რომლის შინაარსსაც აღარ მოვყვები) ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართ ბევრი კითხვა გაჩნდა. ამ კითხვებს პასუხებთან ერთად, შეგიძლიათ ჟურნალიდენტობისგვერდზე გაეცნოთ (http://www.idmag.info/). იმედი მქონდა, რომ ეს ინტერვიუ, წამყვანისადმი ჩემში გაჩენილ უარყოფით განწყობას გააქარწყლებდა, ეგრეთ წოდებული მეორე შანსის უფლება ხომ ყველას აქვს. თუმცა პირიქით მოხდა და მე დავრწმუნდი იმაში, რომ გადაცემაში ნანუკას მიერ ლერისათვის დასმულ შეკითხვაზე ვარ თუ არა ჰომფობი პასუხი ზუსტადაც რომ დადებითია - ხარ.

ინტერვიუში წამყვანი აცხადებს, რომ  ლერი იყო თავისთავად ძალიან სკანდალური და ეპატაჟური, რომ შეხედავდი.” ეპატაჟი, მართალია, სკანდალს მოიაზრებს, მაგრამ გააზრებულსა და გამიზნულს. ამიტომ უადგილო არ იქნებოდა გვეკითხა
) იცის თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანმა სიტყვა ეპატაჟის განმარტება
) თუკი იცის, მაშინ, კონკრეტულად რაში მდგომარეობს ლერი ბექაურის გამიზნული სკანდალურობა
ცხადია, საჯარო coming out (სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის გაცხადება) და ის, რომ ტიპიურიკაცური კაცივით არ იცვამ და არ იქცევი, ქართულ საზოგადოებაში უკვე ნორმების რღვევად აღიქმება, მაგრამ ეჭვი მეპარება ლერი ბექაურის ქცევა და მანერები მის რაიმე სკანდალურ ჩანაფიქრს ემსახურებოდეს.

საინტერესოა, რომ ფრაზას ჰომოსექსუალობა სულიერი სიმახინჯეა, რომელიც ბექაურმა გადაცემის მსვლელობისას თქვა, ნანუკა ჟორჟოლიანი პიარის გაკეთებ მცდელობად  აფასებს (ოღონდ ცოტა ალოგიკურია, ადამიანი პიარს საუბარში, ემოციურად წამოსროლილი ფრაზით იკეთებდეს). მისი აზრით, ამ გადაცემის შემდეგ ლერი თბილისში ყველასათვის მისაღები ტიპი გახდა, მაშინ, როცა მანამდე მას ”ტალახს ესროდნენ”.
 
ბუნებრივია, პრობლემა არა პირადად ლერი ბექაურია, არამედ ის შეხედულებები, განწყობები, მიმართვის სტილი და სტერეოტიპული მიდგომები, რომლებიც ამ და ბევრ სხვა ადამიანს საკუთარარანორმალურობასდა ”სულიერ სიმახინჯეს” აჯერებინებს. დღესდღეობით, ტელე-გადაცემებში, ჰომოფობიის პირდაპირი გამოხატვა ცუდ ტონად ითვლება, თანაც საყვედურის მიღებისა და სამსახურის დაკარგვის რისკსაც ბადებს. ახლა უფრო მიღებულია საკუთარი აზრიგულწრფელადგამოხატო, მაყურებელს, დაქალ-ძმაკაცურად ესაუბრო, აუხსნა, რომ სადღაც ოქროს შუალედში იმყოფები და ამგვარად ობიექტური ხარ. ეს ის პოპულისტური უნარ-ჩვევებია, რომელიც ჩვენი თოქ შოუების წამყვანებმა წარმატებით გადმოიღეს პოლიტიკოსებისგანამგვარად, ფორმა შეიცვალა, მაგრამ შინაარსი იგივე დარჩა.

ლგბტ თემისადმი საკუთარ ტოლერანტობას  ”ნანუკას შოუსავტორი და წამყვანი იმით გვიმტკიცებს, რომ გეი მეგობრები ჰყავს და, რომ მათი უფლებების დასაცავად პრაიდზეც კი გამოვიდოდა, თუმცა აქვე დასძენს, რომ  თვითონ გეები არაფერს აკეთებენ ამ ქვეყანაში, რომ საკუთარი თავისუფლებები დაიცვან და ჩვენ ნუ გვთხოვენ”. ეს იდეა ნანუკა ჟორჟოლიან კიდევ უფრო შორს მიჰყავს და ქართველი გეების ცოდვათა ნუსხასაც გვთავაზობსთურმე გეები საქართველოში საკუთარი ორიენტაციით სარგებლობენ, ვითომ დარღვეული უფლებებით პიარს იკეთებენ, ამით ფულს შოულობენ და ბოლოს, საკუთარი თავისათვის არაფერს აკეთებენ, საზოგადოებას კი ტალახს ესვრიან.მე მგონი ჯობია ამას უფრო მიეხედოს, ვიდრე ჩვენს დამოკიდებულებას მათ მიმართ ასკვნის იგი.

ზემოთ ჩამოთვლილი მოსაზრებები ძალიან შეუარცხმყოფელია და ჩემი აზრით ჟურნალისტი, რომელიც გარკვეულ წრეებში საზოგადოებრივ აზრზე გავლენას ახდენს, თავს არ უნდა აძლევდეს იმის უფლებას, რომ განზოგადებებზე დამყარებულ საკუთარ სუბიექტურ დასკვნები ასე დაუფიქრებლად აფრქვიოს. ის ფაქტი, რომ ნანუკა ჟორჟოლიანს გეი მეგობრები, ჰყავს, არგუმენტი არ არის და არ მიუთითებს მის სოლიდარულ განწყობაზე განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებისადმი. ჩემს თვალში ნანუკა ჟორჟოლიანი  ტოლერანტ ჰომოფობია. ეს ისეთი ყაიდის ადამიანია, რომელიც მანა ითმენს, სანამ მის მიერ დაწესებულ ზღვარს არ გადახვალ და ”იაღოველივით” (აქვე იკვეთება წამყვანის განწყობა რელიგიური უმცირესობებისადმი)  არ დაუწყებ რამეში დარწმუნებას. ამასთან ერთად, იგი ყოველთვის აძლევს თავს იმის უფლებას, რომ ერთი ან ორი მაგალითის საფუძველზე შეძენილი გამოცდილება მთელს ჯგუფზე განაზოგადოს და საქმეში ჩაუხედავად მოგცეს მითითებები. 

დიახ, საქმეში ჩაუხედავად იმიტომ, რომ მე პირადად ნანუკა ჟორჟოლიანი არსებული ორი ლგბტ ორგანიზაციიდან არცერთში ფეხდადგმული არ მინახავს და არა მგონია მისი ჰომოსექსუალი მეგობრების სპექტრი იმდენად ფართო იყოს, რომ მთელი ჯგუფის სპეციფიკას ჯეროვნად წარმოაჩენდეს. ასევე ვთვლი, რომ იმისათვის, რომ საკითხს კარგად გაეცნო, Facebook-ის კედელზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კითხვა-პასუხი არ კმარა. მოწოდებების გაკეთება ყოველთვის ადვილია, მაგრამ ადამიანს, რომელიც ადექვატურად აფასებს ლგბტ ადამიანების მდგომარეობას საქართველოში, ეცოდინებოდა, რომ coming out-ის პრობლემატურობა საქართველოში მჭიდროდ არის დაკავშირებული სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებთან. როგორ გინდა ღიად დაიცვა საკუთარი უფლებები, როცა ჰომოფობი მშობლები გყავს და შენი ორიენტაციის გაცხადების შემდეგ ან სახლიდან გაგაგდებენ ან გამოგკეტავენ? რითი უნდა ირჩინო თავი, თუკი შენი ბიოლოგიური სქესისათვის შეუსაბამო ჩაცმულობისა და მანერულობის გამო სამსახურში არავის აჰყავხარ?!

ბუნებრივია, მალვა არასოდესაა გამოსავალი, და არც სამალავიდან იმათი გაკიცხვა, ვინც გაბედა და თავისი აზრი გამოთქვა, მაგრამ თემის შეკვრა-გაძლიერება და აქტივიზმისაკენ მიმართვა რთული და ხანგრძლივი პროცესია, და რაც უფრო მეტი (ტოლერანტი და არატოლერანტი) ჰომოფობი გვეყოლება მასმედიის საშუალებებში, რაც უფრო ხშირად მოხდება ცხადად თუ იმპლიციტურად ლგბტ ადამიანების შესახებ არსებული სტერეოტიპების გამეორება და მათ შესახებ უსაფუძვლო განზოგადებების გავრცელება, მით უფრო მეტი ინტერნალიზებული ჰომოფობის ჩამოყალიბებას შევუწყობთ ხელს, მით უფრო ნაკლებ ადამიანს მივცემთ საზოგადოებაში თანაბარი ინტეგრაციისა და განვითარების საშუალებას და მით უფრო შორს ვიქნებით სოლიდარობისგან. ამიტომ, უაზრო მოწოდებების ნაცვლად, ნანუკა ჟორჟოლიანს ვურჩევდი ან შეეშვას ლგბტ ადამიანებზე საუბარს, ან გაერკვიოს საკითხში და თუ მართლა ადარდებს ამ ადამიანების ბედი, საზოგადოებრივი აზრის შეცვლაზე დაიწყოს ზრუნვა, ის ხომ ასეთი პოპულარულია.

Comments

  1. ეს როგორ გავიგო? :)

    ReplyDelete
  2. nanyka jorjolianisnairi ytvino jyrnalistebi ar ynda exebodnen eset sachotiro temebs, mitymetes, rom tema qartyli realobistvis jerjerobit xmamagla salaparakod shokis momgvrelia da kalbi tolerantoba. nanykam ilaparakos vis ra ecva, vin vis dascilda da da vin vis shey....

    ReplyDelete

Post a Comment