მე, შენ და ”ის შენი ტიერი”

- ის ჩინელი ისევ ფანჯარასთან დგას.
- რომელი ჩინელი? - იკითხა და მუცელზე გადაგორდა. ბოლო რვა საათის მანძილზე უკვე მერამდენედ ვუყურებდი ამ მრგვალ საჯდომსა და ვიწრო წელზე გამავალ ხერხემლის უნაკლო ხაზს.


- გუშინ დილითაც წვიმდა თუ გახსოვს..
- მახსოვს.
- ..გაჩერებაზე ვიდექი და ავტობუსს ველოდებოდი.ზუსტად ამ ფანჯარაში დავინახე ეს ჩინელი. მარტო იდგა და გარეთ იყურებოდა. თხუთმეტი წუთის განმავლობაში სხვა არაფერი გაუკეთებია, მგონი არც განძრეულა.. ახლაც იგივეს აკეთებს.
- მაგას კუთხეში მაღაზია აქვს. ალბათ გახსნა ჯერ ადრეა, ჰოდა რა აკეთოს, ფანჯრიდან იყურება.
- არ გეჩვენება, რომ დღევანდელი დილა გუშინდელს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს? ოღონდ მე შევიცვალე ადგილმდებარეობა..
- ამდენ ლაპარაკს, აქ მოხვიდე ის ჯობია - გაღეჭა ზანტად და დაამთქნარა.
- თავს გაბეზრებ?
- არა. - მიპასუხა და ისევ ზურგზე გადმობრუნდა.
- სხვათა შორის, ასე თუ ვიმსჯელებთ, ხვალ, შენს ფანჯარასთან აი, ის გოგო უნდა იდგეს.
- რომელი გოგო? - საწოლზე წამოჯდა და მხრებზე ჩამოშლილი სწორი თმა შეიკრა - ზუსტად ისე, როგორც წინა დღით ჰქონდა.
- რომელი გოგო და აი, ეს, ახლა რომ დგას გაჩერებაზე, სწორედ იმ ადგილას, სადაც მე ვიდექი.
- როგორ გამოიყურება?
- საშუალო სიმაღლისაა, წაბლისფერი თმა და მრგვალი სახე აქვს..
- რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ხვალ ამ დროს აქ მარტო ვიქნები.

ორივეს გაგვეცინა.

- არ მოხვალ? სულ მანდ უნდა იდგე?

ფანჯარას მოვცილდი და საწოლთან მივედი. ხელები წელზე შემომხვია და თვალებში ჩამხედა. ცოტა ხანს ასე ვიყავით. შემდეგ ფეხებს შუა ენა ამომისვა და ვიგრძენი მთელმა ჩემმა სისხლმა ერთი მიმართულებით როგორ დაიწყო დენა. გასათავებლად დიდი დრო არ დამჭირვებია. როცა ბოლოჯერ ამოვიკვნესე, ჭიპზე მაკოცა და ლოგინზე დაწვა. მუცელზე დავაწექი და ენა ნიკაპიდან მკერდამდე დავუსვი. ძუძუსთავები მყისვე გაუმაგრდა. ტუჩები ერთ-ერთ კერტზე შევავლე და მოვქაჩე, თან ცალი ხელით ბარძაყების შიდა მხარეს ზემოთკენ ამოვუყევი და ფეხები გადავუშალე. მისი გამაგრებული სავნებო საჩვენებელ და შუა თითს შორის მოვიქციე და გარედან ნაზად დავზილე. მკლავები მაგრად მომხვია, მეგონა გამჭყლეტდა, მაგრამ მერე უცებ მოდუნდა თითქოს დანებდაო. ტუჩებში ვაკოცე და ორივე თითი სავნებოდან საშოში გადავანაცვლე. საშო თბილი და ხაოიანი ჰქონდა. მისი კედლები ხარბად იკუმშებოდა ჩემი თითების გარშემო. ნელ-ნელა სიჩქარეს ვუმატებდი და მისი სხეულიც სულ უფრო სწრაფად მოძრაობდა ჩემს ხელთან ერთად. საოცრად სველი იყო. მისი გემო არ მბეზრდებოდა. რაღაცნაირი მსუყე იყო, ჰო, სხვა სიტყვას ვერ ვუწოდებ - რომ ეწაფები, შიმშილს გიკლავს და წყალს გაწყურებს. ამიტომაც, როცა ორივე დაღლილები და სიამოვნებისგან სხეულდაბუჟებულები ვიწექით, მაცივარში მდგომ ცივი წყლით სავსე ბოთლზე ვოცნებობდი.

მკლავებში კარგად მეტეოდა და ეს ძალიან მსიამოვნებდა, მიუხედავად იმისა (ან სწორედ იმიტომ), რომ ჩემი სხვა ქალების გვერდით ”პატარა” სულ ჩემზე ითქმოდა ხოლმე. ღამღამობით მათ სხეულს შეფარებული თავს მყუდროდ და დაცულად ვგრძნობდი, თითქოს მათ ვერწყმოდი, მათში ვიკარგებოდი, თითქოს ისინი მიფარავდნენ ბოროტი სიზმრებისგან. ამჯერად კი ყველაფერი პირიქით იყო. გოგონაზე ხელფეხშემოხვეული ვიწექი და თავს უდიდესი ძალის პატრონად ვგრძნობდი. ცოტა ხანს ასე ეძინა კიდეც. მე ვუყურებდი. დროდადრო მხარს ატოკებდა, ან კრთებოდა თითქოს რაღაცას ფეხი წამოკრაო. მერე გაიღვიძა და წყალი მთხოვა. ნახევარი ბოთლი მე თვითონ ამოვცალე.

- რა უცნაურია, მაინც და მაინც იმ მატარებელში რომ ამოვყავი თავი, შენ და ის შენი ტიერი რომლითაც მგზავრობდით..
- მე და ”ის ჩემი ტიერი” ?
- ჰო.
- რატომ აითვალწუნე ასე?
- არ ვიცი.
- რასისტი ხარ? - გადაიხარხარა.
- არა, ეგ რა შუაშია.. უბრალოდ მაღიზიანებს.. ფრანგულის გაგებაში არ ვარ, მაგრამ მგონი რაღაცაზე გკიცხავდა.. თან ისეთი თავდაჯერებული სახე ჰქონდა, იმ ლუდის ბოთლს, ხელში რომ ეჭირა, ისე იქნევდა, გეგონება რაღაც საქმეს არჩევსო.. მერე ნახევარი საათი ზასაობდით და შენ მანამდეც და მერეც დამნაშავე სახე გქონდა..
- ეგეთია, გატრაკება უყვარს.
- მერე და შენ რა ხელი გაქვს მაგასთან?
- ბავშვი მინდა.
- ბავშვი?
- ჰო, პატარა, ხუჭუჭთმიანი, კაკაოსფერი კანი რომ ჰქონდეს ისეთი.. ბავშვი..
- ტიერიმ იცის?
- არა.. და ეს რეზინიც ვერ მოვახსნევინე..
- თურმე რა წესიერი ბიჭი ყოფილა..
- გეყო..
-რამდენი წლისაა?
- ოცდასამის.
- შენ?
- რა შენი ტრაკის საქმეა? - დავაპირე ეს უხეშობა მწყენოდა, მაგრამ მაშინვე ტუჩებში მაკოცა და მეც გადავიფიქრე.
- რაღა მაინც და მაინც ტიერისგან?
- მალე წავა აქედან და იმიტომ..

თავი მკერდზე დავადე და გავჩუმდი. გული მშვიდად უცემდა.

- რაზე ფიქრობ?
- არ ვფიქრობ.. გიყურებ, როგორ ზიხარ ფეხმძიმე მაგიდასთან, სრულიად შიშველი და ფანჯარაში იხედები.
- ღმერთო, რა პოეტური სურათია.
- ჩემი არაა, მოვიპარე.
-ვისგან?
-ერთი ფოტოგრაფისგან.. რომელიღაც წიგნის ფურცლვისას წავაწყდი. ოღონდ გოგონას სურათზე ხვეული თმა აქვს და კიდევ ფანჯრის რაფაზე კატა ზის და მგონი თათებს ილოკავს.. გარდა ამისა, სავარძელიც არ გაქვს..
- შევიძენ და თმასაც დავიხვევ.. აი კატას რას მოვუხერხებ არ ვიცი - ბეწვზე ალერგია მაქვს.
- სულელო.. ისე, დიდი მრგვალი მუცელი მოგიხდება. მაგიჟებს ფეხმძიმე ქალების მუცლის სიმრგვალე.
- გოგო თუ იქნება შენს სახელს დავარქმევ.
- არ იზამ მაგას..
- როგორ არა.
- ვნახოთ.
- გუშინ რატომ ამეკიდე?
- აგეკიდე?.. თუმცა აკიდება გამოდის, მართალი ხარ.. დამნაშავე თვალებით მიყურებდი და იმიტომ..
- მართლა ასე გიყურებდი?
- ჰო, მთელი საღამო, მატარებლიდან მოყოლებული დამნაშავე გამომეტყველება გედო სახეზე..
- ახლაც?
- არა, ახლა მშვიდი სახე გაქვს.. მინდოდა გამეგო, ასე რატომ მიყურებდი.
- მერე, გაარკვიე?
- ვერა.
- გითხრა?
- არა.
- რატომ?
- იმიტომ, რომ არ მინდა იმედგაცრუებული წავიდე აქედან.
- რას გულისხმობ?
- იმას, რომ ახსნა-განმარტებები ყოველთვის ყველაზე იმედგამაცრუებელია.
- ჩემთვის არა.
- ვიცი. ისიც ვიცი რა გიცრუებს ახლა იმედს ყველაზე მეტად.
- აბა, გისმენ?
- ის, რომ ტიერი კონდომის მოხსნაზე მტკიცე უარს გეუბნება.
- ეგ იმედს არ მიცრუებს - მაცოფებს.
- ფრანგული სად ისწავლე?
- სკოლაში.
- ვერ ვიტან.
- რას?
- ფრანგულს.

Phillippe Halsman, "Pregnant Woman & Cat" circa 1950

Comments

  1. მეც მომეწონა ძალიან, მაგარი ხარ რა pink.... , მართლა კარგია :)

    ReplyDelete

Post a Comment