ფოტოგრაფია: რთული სიყვარული



ზანელე მუჰოლი (1972) ჩემი აზრით, მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო ლესბოსელი ფოტოგრაფი და ვიზუალური აქტივისტია. ვიზუალური აქტივიზმის დასაბამი მის კარიერაში 2004 წელს დაიწყო გამოფენით ”Visual Sexuality: Only Half the Picture", რომელიც იოჰანესბურგის არტ გალერეაში იყო წარმოდგენილი. მუჰოლის მოღვაწეობა ძირითადად მიმართულია ლგბტქ თემის და განსაკუთრებით შავკანიანი ლესბოსელების გამოცდილებათა წარმოჩენისა და მათთვის საჭირბოროტო საკითხებისადმი საზოგადოებრივი ყურადღების მიქცევისკენ.




1. ID crisis, 2003 


14. What don't you see when you look at me I, 2004 


42. Reclining figure, 2006

39. Flesh I, 2005

 41. Flesh III, 2005

 48. Triple I, 2005

47. Beloved V, 2005 

46. Beloved IV, 2005

Faces & Phases 2006–2010

"ამ სერიაში პორტრეტების მეშვეობით შევეცადე აღზევების პროცესში მყოფი სამხრეთ აფრიკული შავკანიანი ლესბოსური ესთეტიკა მეჩვენებინა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ქალთა და ქუიარ არქივებში ჩვენი დადებითი ხატები თითქმის არ არსებობს."

 
Zanele Muholi, Vredehoek, Cape Town, 2011Lesego Magwai, Pretoria, 2007Puleng Mahlati, Embekweni, Paarl, 2009 Lo Jones, Parktown, Johannesburg, 2010

Being 2007


"ეს სერია ასახავს ჩვენს არსებობასა ბრძოლას, რომელსაც ვაწარმოებთ, როგორც ლესბოსელები, ქალები რომლებსაც ქალები უყვართ, როგორც შავკანიანი ქალები, რომლებიც ურთიერთგადამკვეთი იდენტობებით ცხოვრობენ ამ ქვეყანაში...
ამ ნამუშევრებით მიზნად ვისახავდი ჩვენი სექსუალობების ირგვლივ არსებული "არააფრიკულობის" სტიგმის წაშლას... ჩვენი არსებობა არღვევს დომინანტ (ჰეტერო)სექსუალობებს, პატრიარქატებსა და ჩაგვრას, რომლებიც ჩვენი შექმნილიც კი არ არის. მონობისა და კოლონიალიზმის შემდეგ, ჩვენი, აფრიკელი ქალების ხატი ჰეტეროსექსუალობისა და თეთრკანიანი პატრიარქატის რეპროდუქციისთვის გამოიყენებოდა ... ის ხატები, რომლებსაც მუდამ ვაწყდებით ბინარულობაზეა დამყარებული, რომელიც უკვე დიდი ხანია გამოგვიწერეს (ჰეტერო/ჰომო, კაცი/ქალი, აფრიკული/არააფრიკული). დაბადებიდან, ჩვენ გვასწავლიან ამ ბინარულობების შეთვისებას და ხანდახან გვავიწყდება კიდეც რომ თუკი სხეულები ერთმანეთთან კავშირშია, ამ კავშირისას წარმოქმნილი მგრძნობელობა გენდერისა და სექსუალობის მარტივი გაგებების მიღმა მიდის."


18. Apinda Mpako and Ayanda Magudulela, Parktown, Johannesburg 2007

 14. Nomshado, Queensgate, Parktown 2007

12. Musa Ngubane and Mabongi Ndlovu, Hillbrow, Johannesburg 2007


6. Katlego Mashiloane and Nosipho Lavuta, Ext. 2, Lakeside, Johannesburg 2007


Isilumo siyaluma, 2006 - 2011

"Isilumo siyaluma ზულუ გამოთქმაა, რომელიც მიახლოებით შეიძლება ვთარგმნოთ, როგორც „მენსტრუალური ტკივილები“. ზანელეს ეს სერია ეხმიანება სამხრეთ აფრიკაში ლესბოსელი ქალების სასტიკ მკვლელობებს.

"2011 წლის მარტსა და მაისს შორის პერიოდში, 25 წელს ქვემოთ ასაკის სამი შავკანიანი ლესბოსელი იქნა მოკლული სხვადასხვა თაუნშიპებში [...] მაშინ, როდესაც ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას და ვახერხებთ გადარჩენას ამ საშიშ დროში, როგორც შავკანიანი ლესბოსელები სამხრეთ აფრიკაში და მთელს კონტინენტზე, სადაც მძვინვარე სიძულვილის დანაშაულები და საკუთარი გენდერის მოყვარული ქალების სასტიკი მკვლელობები ჩვეული ამბავია, ეს პროექტი ამ ძალადობაზე რადიკალური პასუხია ხელოვანი აქტივისტისგან."




It started as a thumb print
Ummeli – The Judge
Abamangalelwa ebhokini yenkantolo – The defendants in the dock


Indawo Yami, 2010

"Indawo Yami" ნიშნავს „ჩემი ადგილი“ ან „ჩემი სივრცე“. ფოტოსურათების ეს სერია აგრძელებს იმის კვლევას თუ რას ნიშნავს იყო შავკანიანი ქუიარ ადამიანი. საინტერესოა ისიც, რომ ამ სერიაში გეი და ტრანს კულტურაც არის წარმოჩენილი:

„Indawo Yami ისაა, სადაც ვიზუალური დოკუმენტაციის მეშვეობით ვმუშაობ, გარემოს ვუზიარებ სხვებს, სადაც ვრეაგირებ იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ქმნის. ჩემი ფოკუსი, ძირითადად, სამხრეთ აფრიკასა და მის მიღმა ქუიარად (ლგბტ ადამიანად) ყოფნაა. ეს ის სამყაროა, სადაც ჩემს იდენტობას ვუმკლავდები, როგორც ჩემი ქვეყნისა და მსოფლიოს მოქალაქე.“












2012 წლის 26 აპრილს სახლში დაბრუნებულმა ზანელემ, აღმოაჩინა, რომ კეიპ ტაუნში მდებარე მისი ბინა გაქურდეს. ბინიდან გაქრა ფოტო აღჭურვილობის ნაწილი და 20–ზე მეტი ჰარდ დრაივი, რომელზეც ინახებოდა მუჰოლის მიერ 2008–2012 წლებს შორის მოგროვებული მასალა. ზანელეს პარტნიორის, ლ. ტერონის თანახმად წყვილის სხვა საკუთრებისათვის (რომელსაც ჩვეულებრივი ქურდი აუცილებლად შეავლებდა ხელს) ხელი არავის უხლია. ცხადია, რომ ქურდობა ზანელეს შემოქმედებისათვის იყო გამიზნული. მოპარული მასალები შეიცავდა შავკანიანი ქუიარ ისტორიის დოკუმენტაციას სამხრეთ აფრიკაში, ზიმბაბვესა და უგანდაში.აქვე იყო მოკლული ლესბოსელების გასვენებაში გადაღებული ფოტოები, ისევე, როგორც მასალა, რომელსაც ზანელე ივლისში გასახსნელი გამოფენისთვის ამზადებდა.


Massa and Minah, 2008

მომხდარის მიუხედავად მუჰოლის გამოფენა კეიპ ტაუნის Stevenson გალერეაში მაინც გაიხსნა 26 ივლისს და 1 სექტემბრამდე გაგრძელდება. Queercide–ის პროექტის ნაცვლად, რომელიც ქურდმა თან წაიყოლა, მუჰოლის გამოფენას  MO(U)RNING  ჰქვია, რომელიც სიკვდილისა და სიცოცხლის თემას ეხება და იმ მასალების ნაწილს შეიცავს, რომელიც არ დაკარგულა.












 LiTer I, 2012

 LiTer III, 2012


I continue to bleed each time I read about rampant curative rapes in my ‘democratic’ South Africa.
I bleed every time queer bodies are violated and refused citizenship due to gender expression and sexual orientation within the African continent.
I constantly bleed when I hear about brutal murders of black lesbians in our townships and surrounding areas.
I’m scarred and scared as I don’t know whose body will be next to be buried.
I bleed because our human rights are ripped.
I cry and bleed as mothers, lovers, friends, relatives lose their beloved ones, let alone the children that become orphans because of trans/queerphobic violence.
We bleed, our life cycles invaded, we bleed against the will of our bodies and beings."

- Zanele Muholi


ზანელეს ფოტოები იმიტომ მომწონს, რომ მათში სიყვარული იგრძნობა. რთული სიყვარული. მისი რთული სიყვარული ტერონის მიმართ (მათი რომანი საკმაოდ სკანდალური იყო, რატომღაც არავინ ელოდა, რომ ზულუს აქტივისტს ბური საყვარელი ეყოლებოდა), რთული სიყვარული სამხრეთ აფრიკის წამებული ლესბოსელებისადმი, სიყვარული იმ მასალისადმი, რომელსაც აგროვებს, სიყვარული ყველა იმ კადრისადმი, რომელსაც იღებს. ზანელეს ფოტოები ავთენტურია, აჩვენებს სხეულებს, შეხებას, კოცნას, სიცოცხლესა და სიკვდილს ისე, რომ ბევრი თვალს დახუჭავს და იტყვის საზიზღარი და გულისამრევიაო, არადა ლამაზია ...  სინამდვილეში ეგეთი სილამაზე მიყვარს მე. იმიტომ, რომ ნამდვილია.


Comments

Post a Comment