პატრიცია ჰაისმითის "ქეროლი"


40-50-
იანი წლების  ამერიკაში ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ადამიანებს ნამდვილად არ ულხინდათ. ლესბოსური სუბკულტურა მცირერიცხოვანი ბუჩ/ფემ ბარებით შემოიფარგლებოდა, ხოლო ჰომოსექსუალობა, როგორც ასეთი საზოგადოებისათვის საშიშ დაავადებად მიიჩნეოდა. პატრიცია ჰაისმიტისქეროლიცმაშინ გამოჩნდა, როდესაც კინოსა და ლიტერატურაში აღწერილი ლესბოსელების უმეტესობა ან თავს იკლავდა ან ძალადობრივი სიკვდილით კვდებოდა, იყვნენ ბოროტმოქმედი და ვამპირი ლესბოსელებიც, თუმცა ეს კიდევ ცალკე თემაა


პეტის დღიურებში შეგვიძლია ამოვიკითხოთ, რომ მას უჭირდა საკუთარი ჰომოსექსუალობის სოციალური დატვირთვის გააზრება. 1948 წელს მან ფსიქოანალიზის გავლა დაიწყო, თუმცა ჰეტეროსექსუალური ქორწინებისთვის "მომზადება" მაინც ვერ შეძლო. ის წერდა, რომ კაცებთან სექსი არასოდეს სიამოვნებდა, და კაცთან ფიზიკური სიახლოვის დამყარების ყველა მორიგი მცდელობა გაუპატიურების შეგრძნებას უტოვებდა. იმის გამო, რომ კვირაში ორჯერ თერაპიის სეანსების თანხა უნდა დაეფარა, მან 59- და ლექსინგტონ ავენიუზე Bloomingdale-ის სავაჭრო ცენტრის თოჯინების მაღაზიაში ამოყო თავი, სადაც საშობაო გაყიდვებისთვის კონსულტანტებს ეძებდნენ. ამ დროს პეტი თავისი პირველი წიგნის Strangers on a Train გამოცემას ელოდა

1948 წლის დეკემბრის ერთ მშვენიერ დღეს მაღაზიაში ელეგანტური, ქერა ქალი შემოვიდა, რომელსაც საქსონური პროფილი და ნაცრისფერი თვალები ჰქონდა. მან შვილისათვის თოჯინა შეუკვეთა, და დაიბარა სახლში, ნიუ ჯერსიში გამომიგზავნეთო. პეტმა, რომელიც ქალის სილამაზემ სრულიად გამოაშტერა, როგორღაც შეავსო ჩეკი, და დაბნეულობის მიუხედავად მისამართის დამახსოვრება მაინც მოახრეხა. ქალის სახელი მისის ქეთლინ უიგინს სენი (Kathleen Wiggins Senn) გახლდათ.


პირველი, რაც მოჯადოებულმა პეტმა გააკეთა, მაღაზიის კიბეზე ჩარბენა, საშობაო ღია ბარათის ყიდვა და მისი მისის სენის მისამართზე გაგზავნა იყო. სახელის ნაცვლად პეტმა მაღაზიაში მისთვის მიჩენილი ნომერი მიუთითა. მისის სენი არასოდეს შეხმიანებია პატრიციას, თუმცაღა ამ ყველაფრიდან დაიბადა იდეა რომანისა The Price of Salt, რომელიც შემდგომში სახელწოდებით Carol (რაც პეტმა მთავარ მოქმედ პირს დაარქვა) გამოვიდა



 რომანი 1952 წელს გამოვიდა, თუმცა ჰაისმიტმა ვერ გაბედა ის ნამდვილი სახელით გამოეცა და საკუთარ თავს ფსევდონიმად კლერ მორგანი მოუფიქრა. რომანში რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია აღსანიშნავიმიუხედავად იმისა, რომ 50-იანების ამერიკაში, ლესბოსური წყვილი, როგორც წესი ბუჩისა და ფემის ერთობლიობად მოიაზრებოდა, ჰაისმიტმა ორივე მთავარი მოქმედი პირი მიმზიდველ, ფემინურ ქალად დაგვიხატა. ტერეზი, ახალგაზრდაა და მეტრფეს წარმოადგენს, მაშინ, როცა ქეროლი, მასზე უფროსი, ლამაზი და გამოცდილი, სატრფოს ხატია. არცერთი მათგანი სინდისის ქენჯნას არ განიცდის თავისი სექსუალობის გამო. ტერეზი დიდი სიამოვნებით იშორებს ცხოვრებიდან ყველას, ვინც არ ჭირდება იმიტომ, რომ ახლა ქეროლი ჰყავს. რომანში საკმაოდ კარგად არის აღწერილი ის თუ როგორ აღმერთებს ტერეზი ქეროლს, და ისიც, რომ მათი სიყვარულის ფიზიკური მხარე საკმაოდ ძლიერია და ეს ორივეს დიდ კმაყოფილებას გვრის.  ერთადერთი ხელის შემშლელი ფაქტორი ის არის, რომ ქეროლს ყოფილ მეუღლესთან შვილზე მეურვეობისათვის ბრძოლა აქვს გაჩაღებული, რომლის მოგებაშიც ამ უკანასკნელს ქეროლის ჰომოსექსუალობის შესახებ შეგროვებული კომპრომატები ეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო გაირბენს ტერეზსა და ქეროლს შორის შავი კატა, საბოლოო ჯამში, ეს უკანასკნელი, მაინც თავისი საყვარლის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს.


სიგიჟე, თვითმკვლელობა, მზაკვარი, თუნდაც ვამპირი ლესბოსელები, დეპრესია და მსგავსი სახის ატრიბუტები, რომლებიც იმ პერიოდის ლესბოსელი პერსონაჟებისათვის დამახასიათებელი უნდა ყოფილიყო, როგორც აღვნიშნეთ, ამ წიგნში საერთოდ არ არის. ჰაისმიტი იმდენსაც კი აკეთებს, რომ ქეროლის პირით ამბობს, რომურთიერთობა ორ კაცს ან ორ ქალს შორის ისეთი უნაკლო შეიძლება იყოს, როგორიც ქალსა და კაცს შორის ვერასოდეს იქნება.”

ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით,არ არის გასაკვირი, რომ ეს მანამდე უპრეცედენტო წიგნი ჯერ კიდევ 1953 წელს მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. ამერიკელ ლესბოსელებს მადლობის მეტი არაფერი ეთქმოდათ. მიუხედავად იმისა, რომ ეს რომანი ჰაისმიტის ყველაზე ნაკლებად ცნობილ წიგნად რჩება, რადგან იგი საგრძნობლად დაჩრდილა, თუნდაცნიჭიერი მისტერ რიპლისწიგნებმა, ლესბოსელი თემისთვის ის მაინც ფასობს.

წიგნი მაინც აგრძელებს არსებობას და მალე ის დიდ ეკრანებზე გამოჩნდება. ფილმი სახელწოდებით ”ქეროლი”, სადაც ტერეზის როლს რუნი მარა


ხოლო ქეროლის როლს ქეით ბლანშეტი შეასრულებს, 2015 წელს გამოვა.


იმედს ვიტოვებ, რომ ფილმსაც, წიგნის მსგავსად, ბილი ჰოლიდეის ეს გენიალური სიმღერა ექნება დართული, რომელიც პრინციპში აღწერს იმ სიმსუბუქეს, რომლითაც ქეროლს და ტერეზს ერთმანეთი უყვართ: 




წიგნის გადმოტვირთვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე:

Claire Morgan - The Price of Salt (1952)

Comments

Post a Comment