ლესბოსელები (?) "ბაბილონ 5"-ში


საიფაი(Scifi) მიყვარს (თუმცა fantasy მირჩევნია). მახსოვს, მოზარდი რომ ვიყავი, რომელიღაც რუსულ სატელევიზიო არხზე "Babylon 5"–ს აჩვენებდნენ. სოფელში ვისვენებდი, და სხვა საქმე (ჩეხოვის მოთხრობების გარდა, რომლებიც სასტიკად მთრგუნავდა) არ მქონდა, ამიტომ დიდი ხალისით ვუყურებდი.



ეს სერიალი 90–იანებშია გადაღებული (ანუ მე როცა ვუყურებდი, სულ ახალი იყო) და მაშინ კინოინდუსტრია არც ისეთი მეგობრული იყო ლესბოსური ურთიერთობებისადმი. არც ისე ხშირი იყო გენახათ სერიალში ან ფილმში, ვითომც არაფერი, ჩასმული ლესბოსელი წყვილი, ან მით უფრო, ლესბოსელი მთავარი მოქმედი პირი.

ღიად ლესბოსელი პერსონაჟები არც Babylon 5–ში იყო, თუმცა აქ იყო მეთაური სიუზან ივანოვა


 და ტელეპატი ტალია უინტერსი


 ურთიერთობა ამ ორს შორის ვითარდებოდა ჩვეული დინამიკით: ჯერ ერთმანეთს ვერ იტანენ (და ორივე იქცევა როგორც total and complete sexy bitch), მერე ერთმანეთს ეხმარებიან. მთელი სეზონის მანძილზე მათ შორის სექსუალური ენერგია მზარდი სისწრაფით იმუხტებოდა.
ბოლოს და ბოლოს, მეორე სეზონის მეცხრამეტე ეპიზოდში, ტალიას სიუზანის ბინაში მოუწია ღამის გათევა. ვნებით აღსავსე მზერებისა და მრავალმნიშვნელოვანი საუბრების გარდა არაფერ საინტერესოს ადგილი არ ჰქონია, თუმცა როგორც ჩანს ორივემ ღამე ერთ საწოლში გაატარა (ეჭვი მეპარება მშვიდად დაეძინათ) და დილით გაღვიძებულმა ტალიამ ალერსიანათ გადაავლო საწოლის მეორე მხარეს ხელი, თითქოს იქ სიუზანი ეგულებოდა, თუმცა ის ცარიელი დახვდა.


და აი, სოწრედ მაშინ, როდესაც მეგონა, რომ ეს ურთიერთობა განვითარდებოდა და რაღაც დიდში გადაიზრდებოდა, სცენარისტებმა კუდი მოიქნიეს და ისევ ლესბოსელებს მოახვედრეს. ტალია მოღალატე აღმოჩნდა და Babylon 5–დან გავიდა.

თუმცა სწორედ ამ ღალატისა და ტალიას გამგზავრების შემდეგ ისმის ივანოვას პირიდან ეპიკური ფრაზა:

 –I think, I loved Talia.

Comments