დეიდა ქეითის უჩვეულო და სასიამოვნო საფრთხენი

ქეით ბორნსტაინის შესახებ მისი წიგნის "The Gender Outlaw"–ს აღმოჩენის შემდეგ შევიტყვე. მას ხშირად მოიხსენიებენ სხვადასხვა აკადემიურ სტატიაში და ბევრისთვის ის, როგორც ტრანსსექსუალი ლესბოსელი, დღემდე რჩება უჩვეულო "შემთხვევად". თუმცა, ისიც უნდა გითხრათ, რომ ეს ორი სიტყვა მხოლოდ წვეთია ზღვაში, ბორნსტაინის დანარჩენ "ტიტულატურასთან" შედარებით.



რამდენიმე თვის წინ, ინტერნეტში ვიპოვე სექსუალური განმანათლებლის და ფემინისტური პორნოგრაფიის რეჟისორის ტრისტან ტაორმინოს რადიო გადაცემა Sex Out Loud, სადაც ქეითი ჰყავდა მიThe Queer and Pleasant Danger (The TRUE STORY of a nice JEWISH BOY who joins the CHURCH OF SCIENTOLOGY and leaves TWELVE YEARS later to become the LOVELY LADY she is today) - სასაუბროდ (ისედაც კარგი გადაცემაა და ინგლისურის მცოდნენო, გირჩევთ მიეძალოთ). გადაცემის მოსმენის შემდეგ დიდი სურვილი გამიჩნდა ეს წიგნი წამეკითხა და იმედიც არ გამცრუებია.
წვეული მის ავტობიოგრაფიულ რომანზე –



ეს წიგნი ერთი თვე დამაქვს თან. ვიზოგამ ხოლმე და ისე ვკითხულობ. და აი, ბოლოსაც მივადექი, ამიტომ, მინდა ორი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი (ჩემთვის) და საყვარელი ნაწყვეტი გაგიზიაროთ.

გვ.172

საკუთარი ტრანსსექსუალობის მიღების გზაზე ჩემი უკანასკნელი ჩიხი ის საკითხი გახლდათ, რომელიც რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მაწუხებდა: როგორ შეიძლებოდა ქალი ვყოფილიყავი და თან ქალები მყვარებოდა? მერის [ქეითის იმდროინდელი ფსიქოთერაპევტი, რომელიც თავად ბუჩი ლესბოსელი იყო] ამაზეც საკმაოდ ქმედითი პასუხი ჰქონდა: განსხვავება სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობას შორის. სექსუალური ორიენტაცია, ამიხსნა მან, პასუხობს შეკითხვებს ვინ და როგორ გიყვარს? ხოლო გენდერული იდენტობა პასუხობს შეკითხვებს რა გენდერს მიეკუთვნები და როგორ გსურს ეს გამოხატო? თეორიულად კი გასაგები იყო, მაგრამ ...

– ანუ, მე რა გამოვდივარ? ტრანსსექსუალი ვარ. მინდა ვიყო ქალი, მაგრამ ასევე მინდა, მიყვარდეს ქალები.
– მე თუ მკითხავ, შენ უბრალოდ ლესბოსელი ხარ.


გვ.186

ექიმ სტენლი ბაიბერს ძალიან უყვარდა კორეის ომში გატარებული დღეების გახსენება. ის MASH 8055–ში ქირურგად მსახურობდა და აღსანიშნავია, რომ შემდგომში, ეს ქვედანაყოფი რომანში, ფილმსა და ტელესერიალ M*A*S*H*–ში წარმოჩენილი 4077–ე ქვედანაყოფის პროტოტიპი იყო.

– სამხედრო–საველე ქირურგიის შესრულება ისე გვიწევდა, რომ არავითარი საჭირო აღჭურვილობა არ გაგვაჩნდა, ამიტომ სრულიად გიჟური იდეების მოფიქრება გვიხდებოდა საქმის ბოლომდე მისაყვანად.

ერთი სული მქონდა მომესმინა, ჩემთვის რა გიჟური იდეა ჰქონდა მიჩენილი, მას შემდეგ, რაც ფიზიკური გასინჯვა უკან მოვიტოვეთ და ისევ მის საწერ მაგიდას მივუსხედით.

– შენი ოპერაცია უფრო რთული იქნება, ვიდრე ველოდი ...

ჯანდაბა.

– პენისის ჩაბრუნებამდე – როგორც პროცედურის ნაწილი – მომიწევს შენი საჯდომიდან ან ბარძაყებიდან ორი მართკუთხა ფორმის კანის ნაჭრის აღება და ჩასასმელად გამზადება.
– სად ჩასასმელად?
– შენს ახალ საშოში.
– რისთვის?
– სიღრმისთვის.
– რა?
– მოკლედ, შენი სხეული უკვე საკმაო ხანია ესტროგენს იწოვს და ამის შედეგად, ასო საგრძნობლად დაგიპატარავდა.
– მერე? – ეს ყველაფერი მართლა სამხედრო–საველე ოპერაციის შესაფერის გიჟურ იდეას მაგონებდა, მაგრამ ექიმი ბაიბერი დიდი მოთმინებით აგრძელებდა ახსნას.
– მერე ის, რომ შენი პენისი მოკლეა და ექვს თვეში, როდესაც ოპერაციისთვის დაბრუნდები, კიდევ უფრო მოკლე იქნება – სიღრმე არ გეყოფა.
– სიღრმე რისთვის???
– პენისით შეღწევისთვის! ნუთუ ვერ მიხვდი? შენს საშოს საშუალო ზომის პენისის დასატევად საჭირო სიღრმეც კი არ ექნება.სწორედ ამიტომ, გამოვიყენებ შენივე კანის იმ ორ ნაჭერს , რათა შენს საშოს სიღრმე და მგრძნობელობა შევმატო.

ექიმი სკამის საზურგეს მიეყრდნო – მომაჯადოვებლად თავმომწონე. მისი ბოლო სიტყვების გაგონებაზე დაძაბულობა ჩემი მხრებიდან დაიწურა და მე შვებით ამოვისუნთქე.

– ასეთი სიღრმე არ მჭირდება.
– უკაცრავად?
– მმმ მე არ მექნება არავითარი ... პენისით შეღწევა.
– რა?
– მე ლესბოსელი ვარ.

ექიმმა ბაიბერმა შუბლში ხელი შემოირტყა და გაიცინა. ჩვენი გასაუბრებაც ზუსტად ისე დასრულდა, როგორც M*A*S*H–ის სერია შეიძლება დამთავრებულიყო.

– შენ ლესბოსელი ხარ! რა თქმა უნდა ... აქამდე რატომ არ მითხარი? არა, მაშინ დამატებითი კანი აღარ დაგვჭირდება, ისიც გვეყოფა, რაც ახლა გაქვს.


Comments

Post a Comment