გოლდფრაპისეული ამბები

Goldfrapp–ის მიმართ ჩემი სიყვარული არასოდეს დამიმალავს, თუმცა ბოლო ერთი კვირაა ამ დუეტის ახალმა ალბომმა – The Tales of Us გამიტაცა. 




ალბომი პირველი მოსმენით არ მომეწონა (ორი სიმღერის გარდა), რაღაცნაირად, თითქოს გოლდფრაპისეული დინამიკა აკლდა ... უფრო მშვიდია ... ალაგ–ალაგ მონოტონურიცაა მეთქი, შევცოდე. მერე ელისონის ხმა რომ მომენატრა, ვიფიქრე კიდევ ერთ შანსს მივცემ და თავიდან ბოლომდე მოვისმინე. 

ალბომი ერთობლიობაში ისმინება ძალიან კარგად და ალბათ ასე, ერთად მოსმენის შემდეგ უფრო აღმოაჩენთ ცალკეულ სიმღერებს. ინტერესი კიდევ უფრო მეტად გამიღვივა სიმღერის ტექსტებმა, რომლებსაც შემდგომში ჩავუკვირდი (საერთოდ ელისონ გოლდფრაპს რომ ვუსმენ, მიჭირს სიტყვებზე დაკვირვება იმიტომ, რომ, როგორც წესი, ხმაზე ვკონცენტრირდები). ორის გარდა (Alvar, Clay) ყველა სიმღერას ქალის სახელი ჰქვია. სიმღერა Stranger (ერთ–ერთი შედევრი), მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი სახელი არაა, ასევე ქალზეა. გოლდფრაპმა ორი წელი მოანდომა ამ ალბომის ჩაწერას და როგორც თავად ამბობს, სიმღერების წერის პროცესში ბევრს კითხულობდა და თავისი საყვარელი ფილმებიც ხელახლა ნახა (მაგალითად, ინგმარ ბერგმანის "პერსონა" ^_^ ). ამავე დროს აგროვებდა იმ "ამაღელვებელ" ამბებს, რომლებიც არის თითოეულ სიმღერაში მოთხრობილი. 

როგორც აღმოჩნდა, ჩემი ფავორიტი Annabel ტრანსგენდერი მოზარდის ამბავს მოგვითხრობს: 


When you dream you only dream you're Annabel 
All their secrets there inside you Annabel 
Born beneath an emerald sky sing Annabel 
Nothing that they did will stop you Annabel 
Land of the light tangled hair and porcelain 
Under the stars you begin 
When you dream you only dream you're Annabel 
Sleep reminds you takes you there oh Annabel 
Gentle whispers endless winters Annabel 
Why they couldn't let you be both Annabel


 
Clay-ს ამბავი ასევე საინტერესოა, ეგ ისტორია ელისონმა ვებგვერდზე Letters Of Note აღმოაჩინა. ეს იყო წერილი, რომელიც ერთმა ჯარისკაცმა მეორეს მიწერა. ისინი ერთმანეთს მეორე მსოფლიო ომის დროს შეხვდნენ, შეუყვარდათ ერთმანეთი და ერთ–ერთი მათგანი ომში დაიღუპა, ისე, რომ ხელმეორედ ერთმანეთის ნახვა და საკუთარი სიყვარულით დატკბობა ვერ მოასწრეს. წერილი, ვეტერანმა ბრაიან კითმა თავის გარდაცვლილ პარტნიორს დეივს მათი გაცნობის რომელიღაცა წლისთავზე მიწერა (დეივი უკვე აღარ იყო ცოცხალი). ელისონს ამ წერილმა ისე აუჩუყა გული, რომ გადაწყვიტა სიმღერა დაეწერა:
Your deep seeing eyes 
Ancient starsWe wanted 
Only to loveHow will I find you again 
Fate or chance


აღსანიშნავია, რომ ალბომში შესული სიმღერებისთვის 5 კლიპი იქნება გადაღებული, თუმცა საბოლოო ჯამში 30 წუთიან ფილმს მივიღებთ. ეს საქმე ლიზა განინგმა ითავა. ლიზა ელისონ გოლდფრაპის პარტნიორი და ასევე გამოცდილი კინორეჟისორია. ელისონის თქმით, ლიზას ძალიან უნდოდა მისთვის რამე გაეკეთებინა და გადაწყდა რომ ის Tales of Us–ზე იმუშავებდა. ელისონი თავიდან ღელავდა პარტნიორთან ერთად მუშაობაზე, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს შესანიშნავი იდეა იყო. 


აქვე გთავაზობთ ჩემ მეორე ფავორიტ სიმღერას ალბომიდან –  Stranger, რომელსაც ლიზა განინგმა მშვენიერი "თემატური" (როგორც ჩვენს თემში ამბობენ ხოლმე) ვიდეო მოუფიქრა. 

Stranger when you look at me 
Eyes strong as steel light as day 
Born a mystery you're the in between 
Boy or girl 
Wilder than I've known before 
Fire rushes through every vain 
With a smile that sings 
You'll be killing me tenderly

და კიდევ ერთი საინტერესო კლიპი სიმღერაზე Drew
Falling lemon moonYou burn then crash in dirty snowOde to a sin I might as wellMelt into Sunday


მოკლედ, ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მუსიკალურ სამყაროს გენდერსა და სექსუალობაში ჩაღრმავებული კიდევ ერთი ალბომი შეემატა. მისი სრულად მოსმენა შეგიძლიათ Grooveshark-ზე (რომელიც თუ ჯერ არ აღმოგიჩენიათ, შეგიძლიათ აღმოაჩინოთ და გამოიყენოთ, სანამ Spotify საქართველომდე ჩამოაღწევს) – იხილეთ ბმული:

Goldfrapp – Tales Of Us



Comments

  1. ძალიან კარგი ბლოგი გაქვთ :)
    ხშირად გსტუმრობთ ახალი პოსტის მოლოდინში. იმედია უფრო ხშირად გაგვანებივრებთ ;)
    თქვენთან დაკავშირება რამდენად არის შესაძლებელი ? რაღაც კითხვები მაქვს და დარწმუნებული ვარ დამეხმარებით.

    ReplyDelete
    Replies
    1. გამარჯობა და დიდი მადლობა დადებითი კომენტარისთვის. შეგიძლიათ მომწეროთ მეილზე pinkillumination@gmail.com და არ დავაყოვნებ პასუხის გაცემას :)

      Delete
  2. საინტერსო იყო. მადლობა...

    ReplyDelete

Post a Comment