თანამედროვე სიყვარული

(ნაწყვეტი სტატიიდან)
April 7, 2012

ტათრა, 39 წლის ბიზნეს კონსულტანტი და ემა, 29 წლის მასწავლებელი, ერთად უკვე  ექსვნახევარი წლის განმავლობაში არიან. ტათრა თავიდანვე გულწრფელი იყო ემასთან იმის თაობაზე, რომ პოლიამორია, ანუ ეთიკურ და ღია ურთიერთობაში ყოფნის ეს პრაქტიკა, მისი არსების ნაწილია. თუმცა კიდევ ხუთი წელი გავიდა, სანამ სცენაზე ემას საყვარელი, 32 წლის მასწავლებელი ჯაკი გამოჩნდებოდა. 
მათ ვინც ფიქრობს, რომ პოლიამორია უბრალოდ ნიშნავს იყო ვისთანაც გაგიხარდება და როცა გაგიხარდება, ეპატიებათ. მაგრამ, როგორც ჯაკი ამბობს, "ეს ასე სულაც არ არის. ჩვენ უფრო მეტ ყურადღებას ურთიერთობებსა და ურთიერთკავშირებს ვუთმობთ. ეს უბრალოდ ვნების ძიება არ არის."



ქმედითი ეთიკური პოლიამორული ურთიერთობა შეთანხმებებზეა დაფუძნებული. ამ ქალებისთვის ეს ცხადი და გასაგებია. ერთმანეთტან არაფერი უნდა მიჰქარონ. თუკი უთანხმოება აქვთ, ის მანამ უნდა გადაწყდეს, სანამ ვინმე სხვასთან დაწვებიან. უნდა შეინარჩუნონ ღია კომუნიკაცია და ერთადაც კი განიხილონ პრობლემები. მოაწყონ პაემნის ღამეები. არ უგულვებელყონ ერთმანეთი. იყვნენ ჩართულები იმ ადამიანთან, რომელთანაც მოცემულ მომენტში არიან.
თუმცა ეს ყველაფერი უფრო რთული ხდება და დიდი გამოწვევის სახეს იღებს, როდესაც ყველა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს.
"როდესაც პირველად გადმოვედი აქ," ამბობს ჯაკი,"პირველი ღამე სასტუმროს პატარა ოთახში გავატარე. მეორე საღამოს ჩვენი პაემნის ღამე იყო და ტათრამ 20 წუთის მერე დამიმესიჯა, ხომ არ გინდა მოხვიდე და  ტელევიზორს ერთად ვუყუროთო? მეც, კარგი მეთქი და ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ყველანი ერთად ვჭამდით ხოლმე და ემა, იმის მიხედვით თუ ვისი ღამე იყო, ან ერთის საძინებელში მოდიოდა, ან მეორესი."
ჯაკი დასძენს: "ტათრას ძალიან კარგად ვეწყობი იმიტომ, რომ მას დიდი გამოცდილება აქვს ურთიერთობებში, თანაც მისი ურთიერთობა ემასთან ... ტათრას კარგად ესმის ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ის ისევე იცნობს ჩემს პარტნიორს, როგორც მე! ეს კავშირი ჩემსა და ტათრას შორის საკმაოდ კარგად მუშაობს."
კავშირი ამ სამ ქალს შორის ხილვადი და ხელშესახებია. გული ამიჩუყა ჩამოყალიბებულობამ და ამ ურთიერთობაში საკუთარი როლების ძიების სიღრმემ. ჯაკის თქმით მათ შორის ეჭვიანობაც კი არ არის აკრძალული ან ტაბუდადებული.
ტათრა გვიხსნის, "პოლიამორულ თემში არსებობს ასეთი ტერმინი – კომპერსია. ეს ნიშნავს სიამოვნების პოვნაs იმაში, რომ შენი საყვარელი სხვასთან პოულობს სიამოვნებას. უფრო ბუდისტური გაგებით, ეს სხვისი სიხარულით გახარებას ჰგავს. პრაქტიკულად ეჭვიანობის საპირისპირო რამაა.  ეჭვიანობა სრულიად ბუნებრივი რამაა და სინამდვილეში, მნიშვნელოვანია აღიარო რომ მას განიცდი, რათა უფრო ადვილად გაგიაროს."
იქნებ ადამიანები სულაც არ იყვნენ მონოგამიისთვის შექმნილები. განქორწინებისა და დაშორების სტატისტიკას თუ გავითვალისწინებთ, დავფიქრდეთ არის თუ არა მონოგამია ურთიერთობების მოძველებული მოდელი? შეიძლება ის იყოს რაიმეს მომცემი?
ტათრას თქმით, "საქმე ის კი არაა, რომ მონოგამია არაფრის მომცემია. უბრალოდ მე მჯერა, რომ ერთ ადამიანს არ შეუძლია მთლიანად უპასუხოს მეორე ადამიანის მოლოდინებს. ხანდახან ამ დანარჩენ მოთხოვნებსა და მოლოდინებს სხვებთან პლატონური ურთიერთობები ავსებს, ხანდახან ვერა.  ღირებული შეკითხვა ისაა თუ რატომ უნდა ვიყოთ მხოლოდ ერთ ადამიანზე მიჯაჭვულები და ამხელა ზეწოლის ქვეშ მოვაქციოთ იგი, რათა გაგვაბედნიეროს. მე მინდა ადამაინებმა დაინახონ, რომ მონოგამიაში ტანჯვა არაა საჭირო. პოლიამორია შეიძლება ის გზა იყოს, რომელიც მათ უფრო მეტ სიხარულსა და სიყვარულს მოჰგვრის."
ემა ამბობს, "ზოგიერთი ადამიანი იმას იმიზეზებს, რომ 'ის სურს, რისი ქონაც არ შეუძლია.' ჩვენს შემთხვევაში ასე არ არის. იმიტომ, რომ არაფერია აკრძალული და ეს არ არის მამოძრავებელი ფაქტორი. ჩვენც გვქონია სირთულეები ურთიერთობაში, მაგრამ არა პოლიამორიის, არამედ ურთიერთობის ჩვეულებრივი, ბანალური  ასპექტების გამო, როგორიც მაგალითად სახლში გასაკეთებელი საქმე. ჩვენ ვირჩევთ ვიყოთ ადამიანთან, და ვირიდებთ თავიდან იძულებებს, რომლებიც ერთი ადამიანისადმი ერთგულების მოთხოვნით არის გამოწვეული. ჩვენ ერთად ვართ იმიტომ, რომ გვსურს ერთად ყოფნა და სხვა მიზეზი აქ არ არსებობს."
ავტორი// Francesca Sciaccaჟურნალი// Cherrie
წყარო: AUSTRALIAN GAY NEWS NETWORK

Comments