Chinawoman ქუიარ ელემენტებით

მეინსტრიმული კულტურიდან გამორიცხულობა ხანდახან საინტერესოც კი არის, რადგან  გიბიძგებს საკუთარი თავი და ის შიგთავსი, რომელიც ასე გაკლია იქ ეძებო, სადაც სხვა არ მოძებნის, და ყველა შესაბამისი მინიშნება შენს სასარგებლოდ მოთარგმნო. ამაზე მაშინ დავფიქრდი, როდესაც ჩაინავუმენმა, 30 დეკემბერს თბილისში ეს სიმღერა დაუკრა:





Not your princess, not your stallion –
an ambiguous complex creature
Not your teacher,
not your shivering doll –
But hunkier than your neighbour
Not your mummy, not your daddy –
I’m over being daddy
Not your stallion,
don’t you lay down –
Get yourself a sailor
I’ll be the mirror where
you are a queen
Your fellow magician
of the waking dream
Hung with a hammer and
a glass of wine
I’ll be your woman
and you can be mine.


თითქოს დაუჯერებელიცაა თბილისში ვინმე ერთსქესიან სიყვარულზე მღეროდეს (თუმცა აუცილებელი არაა ეს ის შინაარსი იყოს, რაც ჩაინამ ამ სიმღერაში ჩადო). ჩემს ირგვლივ ჩემს დაწყვილებულ მეგობრებს გადავხედე და ვიფიქრე მთლად ისე ცუდად არ არის საქმე, აგერ ვდგავართ ჩვენს საყვარელ ადამიანებს ვეფერებით, საკუთარ თავზე სიმღერებს ვისმენთ და გარშემომყოფთ ეს არ ადარდებთ.

ჩაინავუმენის ეს სიმღერაც და სხვებიც არაერთხელ მაქვს მოსმენილი, და ტექსტებიც კარგად ვიცი, მაგრამ კონცერტის მეორე დღეს დამაინტერესა რამდენად ქუიარ ტიპია თვითონ, დაწერილა თუ არა ამაზე რამე, ეკითხებიან თუ არა. ცოტრა ხნის ძიების შემდეგ, შვედურ ქუიარ ჟურნალ Ful–ში გამოქვეყნებულ სტატიას მივაგენი, სადაც სწორედ ის კითხვებია დასმული, რომელიც მაინტერესებდა:

H. რა სახის მსმენელი გყავს? განსხვავდება თუ არა შენი მსმენელი სხვადასხვა ქვეყანაში?
M[Michelle]: სასაცილოა, რადგან ბერლინში გადავედი საცხოვრებლად და ჩემი პირველი სრული კონცერტი პოლონეთში ჩავატარე და მახსოვს, რომ სცენაზე გავედი, მივიხედ–მოვიხედე და დავინახე .... გოგონები. სადღაც ოცი წლის ასაკის. კაითქო, გავიფიქრე, მაგრამ გაკვირვებული ვიყავი.
H: რატომ?
M: არ ვიცი. ამას უბრალოდ არ ველოდი.
H: აბა რას ელოდი?
M: არ ვიცი. ტორონტოში ეს იყო ... სხვანაირად იყო. ბერლინის კონცერტზე ხომ იყავი? შეამჩნიე მსმენელის რა ტიპი იყო მოსული ძირითადად?
H:  რავიცი, ჩემი აზრით ძალიან ბევრი კაცი იყო!
M:  მართლა? და ამან გაგაკვირვა? იმიტომ, რომ ჩემთვის საპირისპიროდ არის. ალბათ უბრალოდ იმიტომ, რომ არ ვარ ამ სცენის ნაწილი, ამიტომაც გამაკვირვა ასე ამდენი ... როგორ ვთქვა, ქუიარ გარეგნობის ახალგაზრდა ქალი რომ აღმოჩნდა ჩემს წინაშე. ეს ცუდი კი არ არის, არა, უბრალოდ გამიკვირდა. დიდი ხნის მანძილზე, როდესაც ადამიანები ჩემი მუსიკის შესახებ წერდნენ, ამბობდნენ რომ მას "რუსული ელფერი" აქვს, ამიტომაც მეგონა, რომ ისეთ ადამიანებს ვიზიდავდი, ვისაც აღმოსავლეთ ევროპა აინტერესებს.
H:  დაარქმევდი თუ არა შენს მუსიკას პოლიტიკურს?
M: არა.
H: სულ არა?
M: არა, სულ არა.
H: საკუთარ თავს ფემინისტს თუ უწოდებ?
M: არა. ვიცი, რომ ვარ, მაგრამ…
H: სიტყვას არ იყენებ?
M: არა, არ ვიყენებ. ამას არავითარი მიზეზი არ გააჩნია, მაგრამ ... ცხადია ჩემი ქმედებებით ვარ ფემინისტი. და არასოდეს ვიტყვი, რომ არ ვარ. ალბათ მოზარდი როცა ვიყავი უფრო ვაქტიურობდი ამ მხრივ. ჩემი, ასე ვთქვათ, ქუიარ კლანი მქონდა. მაგრამ ახლა ვგრძნობ რომ უბრალოდ ... ის ვარ, რაც ვარ. არ ვთვლი, რომ რაიმე განაცხადს ვაკეთებ. ახლა აღარ მყავს იმდენი ქუიარ ადამიანი ირგვლივ, იმას ვგულისხმობ, რომ ეს არ არის ის, რაც ადამიანებთან მაკავშირებს. ეს არ არის ჩემთვის საინტერესო. შეიძლება სხვა რაღაცეები უფრო მაკავშირებდეს სხვებთან. მე კანადაში გავიზარდე ... ალბათ გამიმართლა, რადგან არასოდეს მიწევდა ამისგან რაიმე დიდი ამბის ატეხვა. ალბათ სხვაგან რომ გავზრდილიყავი მომიწევდა. მაგრამ მე არასოდეს ვყოფილვარ იძულებული ამისთვის მებრძოლა.
H:  თუმცა ესეც პოლიტიკური საკითხია, როდესაც ამ თემას აქტუალობას ართმევ, არ გგონია? იმას ვგულისხმობ, რომ არ ვთვლი, რომ შენი მუსიკა ლესბოსურ სიყვარულზეა უბრალოდ ... ეს ელემენტი მაინც იქ არის.
M: მაგრამ ჩემთვის ... ჩემი განზრახვა ეს არ ყოფილა. ეს არის ... ალბათ უბრალოდ ისაა, რაზეც ვმღერი ... უჩვეულო ურთიერთობებზე. [პაუზა]ჩემი პოლიტიკური მიზნებისა და ზრახვების ნაკლებობა უცნაური ხომ არ მოგეჩვენა? ან გასაკვირი? ან შეურაცხმყოფელი?
H:  ძალიან შეურაცხმყოფელად მეჩვენება! ჰაჰა... არა, არა ... მე შენს მუსიკას მაინც პოლიტიკურად მივიჩნევ, მოგწონს ეს თუ არა, იმიტომ, რომ მართლა რაღაცას მაძლევს ამ კუთხით.
M: მე ის ვიგულისხმე, რომ ვხედავ, რომ არის პოლიტიკური, ჩემთვის უბრალოდ ეს სახელი არ ჰქვია.
H:  მე მგონია, რომ ადამიანები საკუთარ თავს ფემინისტებს ან ქუიარებს დაუძახებენ, სანამ ამის საჭიროება იარსებებს. თუ შენ არ გრძნობ, რომ ამის საჭიროება არსებობს, ეს კარგის ნიშანია. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ისეთ გარემოში გაიზარდე, სადაც ეს საჭირო არ იყო.
M:  ზუსტად ამას ვამბობ, რომ ეს ფუფუნების საკითხია. მე არ მიწევს რომ  ხმამაღლა ვისაუბრო ჩემს სექსუალობასა ან ფემინიზმზე იმიტომ, რომ ეს ჩემთვის აქტუალური საკითხი აღარაა, იმის გამო, თუ სად და როგორი ადამიანების გარემოცვაში გავიზარდე. მაშინ, როცა სერბეთში რომ გავზრდილიყავი, სადაც პრაიდის ჩატარების უფლებაც კი არ აქვს ხალხს, ეს სხვა საქმე იქნებოდა. მაშინ უფრო ღიად მომიწევდა ამაზე ლაპარაკი. მე დავდივარ ამ ქვეყნებში, სადაც ჰომოსექსუალობა არ არის დაშვებული და იქ უცებ პოლიტიკური ვხდები. ასეთ ქვეყნებში ჩემი მუსიკით განაცხადს ვაკეთებ.

Comments